"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.
ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს
კობიაშვილის განცხადებას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა და "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ კომენტარში განაცხადა:
"კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა და მისი მისამართით, როგორც მწვრთნელსა და ყოფილ თანაგუნდელს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
მისი გაცილების თაობაზე საუბარი მქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.
გვინდა, ლევანი ეროვნული გუნდიდან ნოემბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩით გავაცილოთ".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ფედერაციის სახელით კობიაშვილის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
იმედია, ქეცბაიას სიტყვები გამართლდება და კობის ნაკრების მაისურით კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ლევან კობიაშვილი: რატომ არის ასეთი იგნორირება ჩვენ მიმართ?