კახი კალაძემ გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი კახი კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს "დინამო არენაზე" გამართავს.

3 აპრილს კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთა თბილისში ჩამოყვანასაც გეგმავს.

"მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა.

10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში" ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ",
- აღნიშნა კახი
კალაძემ.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში უცხოელი ვარსკვლავების გარდა მონაწილეობას ცნობილი ქართველი ფეხბურთელებიც მიიღებენ.

სავარაუდოდ, მათ შორის იქნება ნაკრების ასევე ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშვილიც, რომელმაც ეროვნული გუნდის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხო არ უბერავ ვიღაცა ხარ, ვის აინტერესებს და ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს.. კალაძეს მაინც აქვს იმდენი შესაძლებლობა ადმონისტრაციული რესურსის გარეშეც რომ სეძლებს თავის მეგობრებს უმასპინძლოს.
PARFIUMER
17:40 26-04-2013
0
marina.gulsematkivari. ისე ლაპარაკობთ ვითომ თქვენ საქართველოს გულისთვის მთები გაქვთ გადადგმული
goga
17:02 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული