"თემურ ქეცბაიას ნდობამ ძალიან გამახარა. რა თქმა უნდა, გამოძახება მოულოდნელი იყო. სიმართლე თუ გინდათ, ორი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ჩემით რომ დაინტერესდებოდა და შეკრებაზე გამომიძახებდა. საერთოდ, კი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდოდა. ღმერთის წყალობით, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადავდგი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში ვვარჯიშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად
ქეცბაიას ნდობა ახალგაზრდა კაცისთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ "შახტარის" დუბლების 18 წლის ფეხბურთელი არის კი ისე მომზადებული, ეროვნული ნაკრების დონეზე რომ ითამაშოს?
"ყველაფერი სანაკრებო შეკრებასა და 17 ნოემბერს გამოჩნდება. ამის წინასწარ თქმა გაუმართლებელი იქნება. ფაქტია, რომ ფიზიკურად აშკარად მოვუმატე და საკმაოდ კარგ ფორმაშიც ვარ. თუ ბატონი თემური სლოვენიასთან მათამაშებს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ და შესაძლებლობის 99 პროცენტს გამოვავლენ", - ამბობს ოქრიაშვილი.
როგორც ცნობილია, ქეცბაია სლოვენიასთან შეხვედრას ნაკრების კანდიდატების გასასინჯად გამოიყენებს. თუმცა გუნდი უფრო თავდაჯერებული რომ იყოს, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის მიწვევასაც აპირებს - ლაპარაკია კახა კალაძესა და ზურაბ ხიზანიშვილზე. მოედანზე ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად გასვლის პერსპექტივაც თორნიკეს ახარებს:
"მათ გვერდით თამაში ჩემთვის მაგარი გამოცდილებაც იქნება და დიდი სიამოვნებაც. ასე რომ, სანაკრებო შეკრების დაწყებას მოუთმენლად ველოდები".