ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა

AutoSharing Option
2 და 5 ივნისს ირლანდიისა და დანიის ნაკრებებთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქუთაისის "ტორპედოს" სამი ფეხბურთელი გამოიძახა - მეკარე ომარ მიგინეიშვილი და ნახევარმცველები - ელგუჯა გრიგალაშვილი და მერაბ გიგაური.

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ ქეცბაიას სიაში მოხვდა ელგუჯას უფროსი ძმა, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" შუახაზელი შოთა გრიგალაშვილიც.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძმები გრიგალაშვილები ნაკრებში ერთად გამოიძახეს, მაგრამ რად გინდა...

"შოთას გამოძახება გამიხარდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძმებს ერთად თამაშის საშუალება არ გვექნება.

"სკა-ენერგიამ" რუსეთის პირველ ლიგაში მე-4 ადგილი
დაიკავა და 29 მაისსა და 4 ივნისს პრემიერლიგაში გადასასვლელ მატჩებს ჩაატარებს.

მას ნაკრებში წამოსვლა სურდა, მაგრამ ხაბაროვსკელები არ უშვებენ - რუსების კარგად მესმის, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ეს ორი შეხვედრა და შოთას დახმარება სჭირდებათ",
- გვითხრა ელგუჯა გრიგალაშვილმა.

ქეცბაიამ ელგუჯა გრიგალაშვილი პირველად ეროვნულ გუნდში საფრანგეთთან 22 მარტის მატჩისთვის გამოიძახა:

"მაშინ განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მითამაშია. ახლა ამხანაგური შეხვედრებია და იმედია, მოედანზე გასვლა მომიწევს".

დარჩება თუ არა "ტორპედოში", სადაც ზაფხულში სერიოზული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი?

ამ კითხვაზე პასუხი ელგუჯას ჯერ არ აქვს:

"გუნდთან კონტრაქტი სამი წლის შემდეგ მიმთავრდება, დღეს არსებული ინფორმაციით კი, "ტორპედოში" ძირითადის რამდენიმე მოთამაშე ვრჩებით. მაგრამ ზუსტი პასუხის გაცემა მაინც გამიჭირდება. თანაც, რაღაც წინადადებებზე პასუხს ველოდები".

ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი 21 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყო.

ირლანდიის ნაკრები 2 ივნისს "ავივას" სტადიონზე გვიმასპინძლებს, ხოლო დანია - 5 ივნისს, ოლბორგის "ნორდისკ არენაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შოთა გრიგალაშვილის ნაკრებში მიწვევაზე ხაბაროვსკის გუნდში არანაირი წერილი არ მოსულა. რბილად რომ ვთქვათ, ელგუჯა გრიგალაშვილი იტყუება როცა ამბობს - ..."მას ნაკრებში წამოსვლა სურდა, მაგრამ ხაბაროვსკელები არ უშვებენ - რუსების კარგად მესმის, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ეს ორი შეხვედრა და შოთას დახმარება სჭირდებათ". თუ ამ ყველაფერს ჟურნალისტი გაითვალისწინებს და ტყუილს გაასწორებს, სამართლიანობა აღსდგება.
versia
06:30 22-05-2013
0
თვენს ბედს იზიარებენ ბათუმელი ძმები გელა და გია გოგიტიძეები. არ ეხირსათ ერთ გუნდში ტამაში. ერთი ბათუმის დინამოშია მეორე კი გურულმა გაუშვა სხვა გუნდში თითქოს მასზე ძლიერი ვინმე ყავდა. მაგრამ ასეა საქართველოში და რას ვიზავმთ ჩვენ
nanuli
16:11 21-05-2013
0

სიახლეები პოპულარული