არგენტინამ ინგლისი გვამჯობინა

AutoSharing Option
არგენტინისა და ჩვენი ნაკრებების თბილისში შესაძლო პაექრობის შესახებ გუშინ ვწერდით. რეალურად იყო შანსი არგენტინელები ლიონელ მესის, სეხიო აგუეროს, კარლოს ტევესის, დიეგო მილიტოსა და სხვა რჩეული ფეხბურთელების თანხლებით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულიყვნენ. თუმცა... იმასაც შეგახსენებთ, რომ სერხიო ბატისტას გუნდის თბილისში ჩამოყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ქართულ მხარეს 1.2 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. გუშინვე ვწერდით, რომ ფინანსურ პირობებზე მოლაპარაკება გრძელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი ჩიხში აღმოჩნდა.

როგორც გავიგეთ, არგენტინელებმა თბილისში საქართველოს ნაკრებთან თამაშზე ხელი აიღეს და ისეთ სპარინგ-პარტნიორზე გააკეთეს არჩევანი, რომელსაც უფრო სოლიდური
გუნდიც ჰყავს და ფინანსებსაც არ უჩივის. ასეთის მოძიება არც გაჭირვებიათ. ჩვენი ინფორმაციით, 9 თებერვალს არგენტინის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს სტუმრად ეთამაშება.

შესაბამისად, ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, პოტენციურ სპარინგ-პარტნიორად ლუქსემბურგის ნაკრები დაგვრჩა. თავად ლუქსემბურგელების ინიციატივაა 9 თებერვალს ჩვენს ნაკრებთან თამაში. ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ თბილისიდან თანხმობაღა აკლია.


დავით ცაბაძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
აუუ :D:D ნეტა რატო :D:D:D არადა რაში გვჯობია ეხლა ინგლისი ? :D რა დაგვიწუნეს ვერ ვხდები :D:D
kvirika
17:52 12-11-2010
0
დასაწუნი იმდენი გვაქ ვინ მოთვლის:)))
Levan
19:45 12-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული