თემურ ქეცბაია: არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ფინეთის ეროვნულ გუნდთან (0:1) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში კომენტარი გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ წავაგეთ. მოგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ არც წაგებას. საფრანგეთის მატჩის შემდეგ გუნდი ფიზიკურად ისე ვერ მოემზადა, რომ ფინეთთან კარგად ეთამაშა. ვეცდებით, ესპანეთის ნაკრებთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

არბიტრის შიში თავიდანვე მქონდა. პრობლემები მაქვს მასთან. კვიპროსში მუშაობის დროს არბიტრმა საჩემპიონო
მატჩი ჩაგვიშალა, მაგრამ იმ წელს ჩემპიონები მაინც გავხდით. იმასაც ვფიქრობდი, უეფასთვის მიგვემართა, რომ არბიტრი გამოეცვალათ. სახლში ისეთი
პენალტი დაგვიდო, სხვა არბიტრი არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.

თავიდანვე მიზნად დავისახეთ მესამე ადგილი, თუმცა ეს არ იყო იმის გარანტია, რომ ამას მივაღწევდით. გუნდი ორი წლის განმავლობაში მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის უნდა მოგვემზადებინა.

ნაკრები როცა ჩავიბარეთ, იმ ციკლში მე-6 ადგილზე იყო, მერე ერთი ადგილით ავიწიე
თ. შეიძლება ეს ეტაპი მე-4 ადგილზე დავასრულოთ და იქნებ მომავალში მესამეზეც გავიდეთ.

ხიზანიშვილს რაც შეეხება, ის ავტობუსში არ იყო. ალბათ, ეწყინა, განაცხადში რომ ვერ მოხვდა",
- თქვა ქეცბაიამ.

ასევე იხილეთ:
მიქსუ პაატელაინენი: ვფიქრობ, არბიტრი პენალტის დანიშვნით სწორად მოიქცა
ვერც მსაჯმა გვიშველა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 23 /
ქეცბაია იმდენად თავხედია გულშემატკივარს ბოდიშს კი არ გვიხდის არამედ დაგვცინის რომ 5 გუნდიან ჯგუფში მეექვსე ადგილი რომ არ დავიკავეთ უნდა გვიხაროდეს თურმე.
mamuka
12 სექტემბერი 2013 20:21
0
სად წავა 80 000$ აკვს თვეში
Georgia
11 სექტემბერი 2013 21:42
0
aba ras vimsaxurebdit ver gavige, ertxel ar dagvirtkams xeirianad karshi da unda mogvago? finetis nakrebma faktiurad gadagviara da 2_0 mogvigo, msajs madloba utxrat ro meore burti ar chatvala. araa chveni adgili evropis grandebtan axlosac droa mivxvdet
gocha
11 სექტემბერი 2013 18:45
0
ქეცბაია წადი ნამუსი სულ დაკარგე თუ აუცილებელია დედის პირი გაგინონ ნამუსი რო არ გქონდა აქამდეც ვიცოდით როგორც მწვრთნელი ყ...ე ხარ შენც და შენი სიჭინავაც დედები არ გიყვართ
qimbara
11 სექტემბერი 2013 17:21
0
მამუკა ყველაფერში გეტანხმები გარდა იმისა პენალტი დასადები არ იყოო რომ წერ.იყო პენალტი,სხვა თემაა მასპინძლის კარში ასეთ პენალტებს დებენ თუ არა,მაგ მაგაზე უფრო აშკარა პენალტი არ დაუდევთ და პირიქით,ისეთებიც პირი დაგრჩებოდა ღია
(მაგალითად ჩვენს კარში დანიშნული ირლანდიასთან).დანარჩენი რა გითხრათ,მთელი თამაში გვჯობდნენ,ერთადერთი სახიფათო მომენტი შევქმენით ისიც სტანდარტულიდან.ხალხნო,დავუშვათ გავიგე რომ,არ გვყავს ექსტრა კლასის ფეხბურთელები,გიჯერებთ რომ,ამ გუნდით უკეტესისმიღწევა არ შეიძლება,მაშინ,ამიხსენით რათ გვინდა მილიონახევარ დოლარიანი მწვრთნელი?ფეხბურთელების მაგივრად თოხები არიანო წერთ,ამიხსენით მაშინ რათ უნდა თოხს ოქროს ტარი?დაუნიშნონ ამ თოხებს ქეცბაიას მეოთხედი რომ ექნება ისეთი მწვრთნელი,ბოლოდან პირველ ან მეორე ადგილზე ისიც გაიყვანს ნაკრებს და დანაზოგი თანხა დაიხარჯოს ბავშვთა ფეხბურთში,ამ თანხით ყველა რეგიონში თითო-თითო კარგი ინფრასტრუქტურით საფეხბურთო ინტერნატის სრულყოფილად ფუნქციონირება შეიძლება რომელიც მომავალში თავის თავს გადასარევად შეინახავს და აღარ დარჩებიან ნიჭიერი ბავშვები უსახსრობის გამო ფეხბურთის გარეშე.
daviti
11 სექტემბერი 2013 17:20
0
ქეცბაიასგან რა გინდათ? გვარდიოლა და ანცჩელოტი რო ჩამოიყვანო ეგენიც ვერაპერს ვერ იზავენ,იმიტომ რომ ბანდზი გუნდი გვყავს, ეს თაობა ვინც ეხლა არიან 1-2მა სჰეიდზლება იცოდეს თამასჰი მარა დანარჩენები აზრზე არარიან ვერავინ ვერ უსჰველის გამორიცხულია ვაა და ახალი ტაობის იმედატ უნდა ვიყოთ !
Italia
11 სექტემბერი 2013 17:12
0
მსაჯთან რა გინდა შე დალოცვილო ფინელებს ასიანი გოლი არ მისცა. ალბათ ფინელებს გოლი რომ არ გაუტანა იმისთვის ემდური მსაჯს. დავაი დასვიდანია რა.
gela
11 სექტემბერი 2013 16:51
0
0:1 კი არა, 0:2 წავაგეთ!
irakli
11 სექტემბერი 2013 16:19
0
ფეხბურთის ფედერაციმ რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოაცილოს ქეცბაია ნაკრებს, მას სამწუხაროდ არ გამოუიდა.სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს გამოცდილი, მოქმედი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს ანა-ბანას ასწავლის და მიუკერძოებელი და მომთხოვნი იქნება. ამისათვის არცერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება.
რეალობა
11 სექტემბერი 2013 14:54
0
ამ წაგების მერე იმედი მქონდა რომ თვითონ აღარ ისურვებდა ნაკრებთან მუშაობას,ალბათ ესპანეთთან "ხმაურიანი მოგების"შემდეგ გადადგავს ამ ნაბიჯს.წარმატებას უსურვებ.
კახი 16
11 სექტემბერი 2013 14:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული