ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

AutoSharing Option
18 სექტემბერს 31 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაანონსებული განცხადება გამოაქვეყნა. ზურა აცხადებს, რომ ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად.

დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცხელ გულზე არ მიმიღია იგი.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და მართლაც ბედნიერი ვარ ამით. უამრავი წარმატება თუ წარუმატებლობა, გამარჯვება თუ მარცხი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ თუ რა
მეს მივაღწიე, მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე.

მე დღესაც ასე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ საქმიანობას, მაგრამ დღეიდან, სამწუხაროდ, უკვე ეროვნული ნაკრების გარეშე.

ამ წლების განმავლობაში 400-მდე მატჩი მაქვს ნათამაშები, საქართველოს, შოტლანდიის, ინგლისის და თურქეთის უმაღლეს ლიგებში.

მაგრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 91 მატჩი ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი, გეცვას შენი ნაკრების მაისური, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი პატივია.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მქონია პატივი, ეროვნული ნაკრების ინტერესები დამეცვა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

დიდი მადლობა ყველას. არ მინდა, ვინმემ ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველიდან გაქცევად ჩამითვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის.

მე მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, მაგრამ ვრჩები ჩემი ქვეყნისა და ჩემი ნაკრების ერთგულ გულშემატკივრად."

პატივისცემით,
ზურა ხიზანიშვილი

ასევე იხილეთ:
თავისუფალი თემა: ხიზანიშვილის შემთხვევა
ზურაბ ხიზანიშვილი: უახლოეს დღეებში სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ!
სად გაქრნენ კარგი ქართველი ფორვარდები?
მკითხველის კომენტარები / 13 /
საამაყო თუ იყო და პატივი, ფულს როგორ ითხოვდი ნაკრებში თამაშისათვის?
murtalo
01:23 19-09-2013
0
გაგიმარჯოს ხიზან! ღმერთმა ხელი მოგიმართოს , ბედნიერებას გისურვებ... წარმატებები საკლუბო კარიერაში მაგრამ... მართლა აღარ იყო შენი ადგილი... და ეს ბოლო მატჩებმაც დაამტკიცა.:)
Shukvani
01:55 19-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული