ფრაგმენტი ისტორიიდან: ყველაფერს თავისი წარსული აქვს

AutoSharing Option
ცნობილ ადამიანებს უყვართ ხოლმე თქმა - წარსულს არასდროს ვუბრუნდებიო. არ არსებობს არავინ წარსულის გარეშე, თუმცა წარსულს არ ვუბრუნდებიო, ამას მაინც ამბობენ...

...არადა, წარსულს თავისი ტვირთი აქვს. წარსულს ზოგს მწარედ ახსენებენ, ზოგისთვის კი წარსული - ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. მე მაინც მგონია, რომ წარსულის უნდა გვწამდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ის სინამდვილის ნაწილია.

წარსული აქვს ყველაფერს, მათ შორის - მწვრთნელისა და ფეხბურთელების ურთიერთობას. აქ უთანხმოება თუ კონფლიქტი ხშირად ხდება ხოლმე, ამის გარეშე ფეხბურთი და ცხოვრება წარმოუდგენელია. კონფლიქტის გარეშე იქნებ უინტერესოც იყოს ჩვენი ყოფა...

საქართველოს ნაკრებს გაბრაზებულ-გაბუტულები მოუმრავლდნენ, ოღონდაც ეს არ დაწყებულა მაშინ, როცა თემურ ქეცბაია გახდა ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი. ამ ყველაფერსაც თავისი წარსული აქვს...

* * *
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრები ვლადიმერ გუცაევმა ჩაიბარა. მან საკუთარი წესების დამკვიდრება სცადა გუნდში.

მანამდე გუცაევი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თავკაცობდა და მისმა გაწვრთნილმა ახალგაზრდებმა არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს. დაუვიწყარი და, ალბათ, ყველაზე გამორჩეული იტალიასთან საშინაო მატჩი გამოდგა - ჩვენებმა რუსთავში 2:0 გაიმარჯვეს.

გუცაევის გაწვრთნილ ეროვნულ ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო, მათ შორის - ქეცბაიაც - მოედანზე ის გახლდათ ლიდერი, მთავარი კაცი.

Sportall.Geგუცაევის და ქეცბაიას ურთიერთობა კი ვერ აეწყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, ერთ-ერთ ინტერვიუში მწვრთნელმა თქვა - ზოგიერთებს ნაკრებში ნიუკასლის დროით სურთ ცხოვრებაო. ციტატა ზუსტად არ მახსოვს, აზრი კი ასეთი იყო.

მაშინ "ნიუკასლში" ქეცბაია თამაშობდა...

გუცაევი ფეხბურთს საბჭოთა კავშირის დროს თამაშობდა და ეს სულ სხვა დრო, სხვა წესები... შეკრებაზე ყოფნის დროს რესტორანში წასვლას ვერავინ გაბედავდა, ევროპულ გუნდებში კი ეს ხშირად აუცილებელი ამბავი იყო და არის კიდეც ფეხბურთელების განტვირთვისთვის.

გუცაევსა და ქეცბაიას შორის კონფლიქტიც ასეთნაირად გაღვივდაო, გვესმოდა საქართველოს მაშინდელი ნაკრების კულუარებიდან.

დაძაბულობა და უთანხმოება იმით გაგრძელდა, რომ ქეცბაია გუცაევის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებში ცოტა ხანს აღარ თამაშობდა. ეს ვერ იყო კარგი საქმე ჩვენი ნაკრებისთვის, ქეცბაია ხომ გუნდს ძალიან სჭირდებოდა...

გუცაევს სხვა ფეხბურთელებთან მსგავსი უთანხმოება არ მოსვლია, მაგრამ მაშინაც ასეთი ფონი შეიქმნა - მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის საქმე ჭაკად წავიდა. გუცაევი ყველასთან როდი იყო ხისტი და აგრესიული.

მაშინდელი ჟურნალისტების არცთუ მოკრძალებული ნაწილი ნაკრების წარუმატებლობებისთვის მწვრთნელზე უფრო ფეხბურთელებს აკრიტიკებდა, რაც, ალბათ, ჩვენი მედიის გამოუცდელობის და, ამავე დროს, ჟურნალისტებთან ურთიერთობაში გუცაევის ალღოს შედეგი იყო.

იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, საქართველოს ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი "თავხედ ბავშვებს" რომ უწოდებს, ჯერ ფეხბურთელ ქეცბაიას ნახევარი დამსახურებაც არ აქვთ ეროვნული გუნდის წინაშე, თუმცა ისინიც ფეხბურთელები არიან და მწვრთნელს, ალბათ, ის წარსულიც უნდა ახსოვდეს, როცა თვითონ იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და გუცაევის ნაკრებში თამაშზე გული აიცრუა.

იმ, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში გუცაევის ეპოქა მაშინ დასრულდა, ჩვენმა ნაკრებმა შინ ნორვეგიასთან 1:4 რომ წააგო.

ქეცბაია პაუზის შემდეგ მაშინ დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში და პირველი ტაიმი ითამაშა, ლიდერობა კი მაშინ დაიბრუნა, როცა ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელი უკვე იოჰან ბოსკამპი იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[ექსკლუზივი] თემურ ქეცბაია: ეს თავხედი ბავშვები ყველას ჭკუას ასწავლიან
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
ვლადიმერ გუცაევი: ქართულ ფეხბურთში მუშაობა არ მინდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
როდესაც ამბობ ფეხბურთელები არ მყავს და მე ხომ არ ვითამაშებ, ან ფეხბურთელები უნდა მოამზადო, ან ისეთ გუნდში ან ნაკრებში იმუშავო სადას ჰყავთ ფეხბურთელები.
guja_kakhadze
12:32 26-09-2013
0
ან ამ სტატიის ავტორს რა სურს ან ზვიადის ვერ გავიგე.
ქეცბაია ფეხბურთელობისას თურმე რესტორანში წასულა თავისუფალ დროს და შემდეგ თამასზე ყველაზე კარგად უთამაშია, ეს არის ნაღდი პროფესიონალური დამოკიდებულება.მაგას იძახის ეხლაც. თუ არ მიჯერებს ვინმე ფეხბურთი მაინც ითამაშოს და თან გადავყვებიო.მაგრამ არც ფეხბურთის ტამაში იციან არც ზრდილობა და მარტო ტლიკინით ბევრს ვერ მიაღწევენ თორემ დაამთავრებენ კარიერას და შევადაროთ შემდეგ.
giorgi
10:41 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული