Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმრავლესობა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობით უკმაყოფილოა.

გამოკითხვაში, რომელიც ჩვენს საიტზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა 2763-მა ადამიანმა მიიღო.

კითხვაზე: "უნდა დარჩეს თუ არა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?" გამოკითხულთა 62.2%-მა (1718) უარყოფითი პასუხი გასცა.

გამოკითხვაში მონაწილე 928 ადამიანს (33.6%) სურს, რომ ნაკრები კვლავ ქეცბაიამ გაწვრთნას, 117 ადამიანს (4.2%) კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

Sportall.ge იწყებს მორიგ გამოკითხვას: "ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად?" გამოკითხვაში წარმოდგენილია სამი ადგილობრივი
(რედაქციის აზრით, მეტ-ნაკლებად ყველაზე პოპულარული) და ერთი უცხოელი კანდიდატი.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 11 /
თემურ დიდი ფეხბურთელი იყავი,საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ გამოგივიდა,უნდა წახვიდე.პატივისცემით
imereli
05 ოქტომბერი 2013 11:28
0
ამაზე მეტი სავაალალო შედეგი რა უნდა იყოს ალბათ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფეხბურთი როგორც სპორტი სახეობა საქართველოში არ არსებობს ქვეყანა სადაც ჩვენი დონის ნაკრები ყავს და მის მწვრთნელს სახელმწიფო 2 მილიონს უხდის თან აქოდა ფეხბურთელები არ ყავს და შედეგსაც არ თხოვენ მაშვინ ბიუჯეტის ფულს რატო ყრიან ფედერაციამ თუ უნდა 10 მილიონი მიცეს. .თან ამბობს მწვრთნელი ფეხბურთელები არ ვარგაო და თან 2016 გასვლის შანსი გვაქო თუ ფეხბურთელი არ გივარგა რის ხარჯზე გადიხარ ჯგუფიდან შე დალოცვილო.რა ერთი წლის მერე სხვანაირად ითამაშებენ ესენი თუ რა რასაც ეხლა ჯახირობენ ის იქნება 1წლის მერეც.
qutaiseli
05 ოქტომბერი 2013 08:57
0
rao chemi komentari argevasat ara?sagol magari obieqturebi xart.
არველოდი
05 ოქტომბერი 2013 02:38
0
მეც ვერსად ეგ გამოკიტხვა ვერ ვნახე, კოველდგე ვარ ამ საიტზე, თან რამდენჯერაც შემოვალ იმდენჯერ შემიძლია ხმა მივცე, ანუ სტატისტიკა არაა მთლად გამართული.
zotne
05 ოქტომბერი 2013 01:51
0
ამ საიტზე ყოველდღე შემოვდივარ და რატომ ერთხელაც ვერ წავაწყდი ასეთ გამოკითხვას საინტერესოა.ამ საიტის ჟურნალისტებს(არაობიექტურს) ძალიან უნდა როგორც ჩანს ქეცბაიას გადაყენება და ყველანაირად ცდილობს ხალხის თვალში დააკნინოს ქეცბაია.მე თემურს ვუჭერ მხარს. არ გაუშვათ ეს კაცი თორემ მართლა სავალალო შედეგს მივიღებთ..
Vako
05 ოქტომბერი 2013 01:10
0
ამ ეტაპზე იდეალური კანდიდატი გია გეგუჩაძეა. ქუთაისში მის ვარჯიშებს ხშირად ვესწრებოდი. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ ამ ბიჭებიდან კარგ, მებრძოლ,პროგრესირებად გუნდს შექმნის.
svanski
05 ოქტომბერი 2013 00:47
0
ქართულ ფეხბურთს კარგი მწვრთნელი და კარგი ფსიქოლოგი სჭირდება.
თენგიზი
04 ოქტომბერი 2013 20:08
0
არ ვიცოდი თუ ტარდებოდა გამოკითხვა მე ქეცბაიას მომხრე ვარ
tuz55
04 ოქტომბერი 2013 19:14
0
ეჰ, თემურ. არ გაიტეხო გული, ბლიAდ..
""ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად?" - ყველაზე რეალური კანდიდატი გამოგრჩათ - კამიკაძე!
Georgi
04 ოქტომბერი 2013 16:13
0
დევდარიანიც ჩასვით გამოკითხვაში ძალიან მაგარი მწვრთნელია.
-_-
04 ოქტომბერი 2013 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული