Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმრავლესობა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობით უკმაყოფილოა.

გამოკითხვაში, რომელიც ჩვენს საიტზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა 2763-მა ადამიანმა მიიღო.

კითხვაზე: "უნდა დარჩეს თუ არა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?" გამოკითხულთა 62.2%-მა (1718) უარყოფითი პასუხი გასცა.

გამოკითხვაში მონაწილე 928 ადამიანს (33.6%) სურს, რომ ნაკრები კვლავ ქეცბაიამ გაწვრთნას, 117 ადამიანს (4.2%) კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

Sportall.ge იწყებს მორიგ გამოკითხვას: "ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად?" გამოკითხვაში წარმოდგენილია სამი ადგილობრივი
(რედაქციის აზრით, მეტ-ნაკლებად ყველაზე პოპულარული) და ერთი უცხოელი კანდიდატი.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 11 /
თემურ დიდი ფეხბურთელი იყავი,საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ გამოგივიდა,უნდა წახვიდე.პატივისცემით
imereli
11:28 05-10-2013
0
ამაზე მეტი სავაალალო შედეგი რა უნდა იყოს ალბათ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფეხბურთი როგორც სპორტი სახეობა საქართველოში არ არსებობს ქვეყანა სადაც ჩვენი დონის ნაკრები ყავს და მის მწვრთნელს სახელმწიფო 2 მილიონს უხდის თან აქოდა ფეხბურთელები არ ყავს და შედეგსაც არ თხოვენ მაშვინ ბიუჯეტის ფულს რატო ყრიან ფედერაციამ თუ უნდა 10 მილიონი მიცეს. .თან ამბობს მწვრთნელი ფეხბურთელები არ ვარგაო და თან 2016 გასვლის შანსი გვაქო თუ ფეხბურთელი არ გივარგა რის ხარჯზე გადიხარ ჯგუფიდან შე დალოცვილო.რა ერთი წლის მერე სხვანაირად ითამაშებენ ესენი თუ რა რასაც ეხლა ჯახირობენ ის იქნება 1წლის მერეც.
qutaiseli
08:57 05-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული