საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ სააგენტო "როიტერთან" საუბარში აღნიშნა, რომ ესპანეთის ეს ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა:
"მხოლოდ იმიტომ არა, რომ ამ გუნდმა 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012 მოიგო, ეს გუნდი ბოლო ექვსი წელიწადია, ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. იგებს ყველაფერს და აჩვენებს მაღალი ხარისხის ფეხბურთს.
ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს, თუმცა მეტოქიდან გამომდინარე, ფრეც შესანიშნავი
სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხება რომ შევძლოთ".
ქეცბაიამ ანდრეს ინიესტაც დაახასიათა, რომელიც ითამაშებს საქართველოსთან. ამ ფეხბურთელზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებენ, რომ ის ალბასეტეს სიახლოვეს ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიბადა.
"ის იმ სამ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიოში საუკეთესოები. მოხარული ვარ და ამაყი, რომ მისი სახელობის ბაზაზე ემზადება გუნდი შეხვედრისთვის."
საქართველოს ნაკრების თავკაცმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია და ბევრი ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში აგრძელებს:
"ასე რომ კარგი იქნებოდა, თუკი ქართველები სათამაშოდ ესპანეთში წამოვიდოდნენ. პრიმერაში თუ არა სეგუნდა დივიზიონში მაინც".
"ჩვენ 6 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, მათი შემცვლელები კარგები არიან, მაგრამ ახალგაზრდები".
ასევე იხილეთ:
საქართველო ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის თასებს ნახავს