თემურ ქეცბაია: სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთს თუ მოვუგებთ

AutoSharing Option
15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს 2014 წლის მუნდიალის უკანასკნელი შესარჩევი მატჩი ელის, ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება, რომელსაც მხოლოდ ქულა აშორებს ბრაზილიის საგზურთან.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ სააგენტო "როიტერთან" საუბარში აღნიშნა, რომ ესპანეთის ეს ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა:

"მხოლოდ იმიტომ არა, რომ ამ გუნდმა 2010 წლის მუნდიალი და ევრო 2012 მოიგო, ეს გუნდი ბოლო ექვსი წელიწადია, ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ საუკეთესოა. იგებს ყველაფერს და აჩვენებს მაღალი ხარისხის ფეხბურთს.

ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს, თუმცა მეტოქიდან გამომდინარე, ფრეც შესანიშნავი
შედეგი იქნება.

სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთში მსოფლიოს ჩემპიონების დამარცხება რომ შევძლოთ".

ქეცბაიამ ანდრეს ინიესტაც დაახასიათა, რომელიც ითამაშებს საქართველოსთან. ამ ფეხბურთელზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებენ, რომ ის ალბასეტეს სიახლოვეს ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიბადა.

"ის იმ სამ ფეხბურთელთა შორისაა, რომელთაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიოში საუკეთესოები. მოხარული ვარ და ამაყი, რომ მისი სახელობის ბაზაზე ემზადება გუნდი შეხვედრისთვის."

საქართველოს ნაკრების თავკაცმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონატი სუსტია და ბევრი ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში აგრძელებს:

"ასე რომ კარგი იქნებოდა, თუკი ქართველები სათამაშოდ ესპანეთში წამოვიდოდნენ. პრიმერაში თუ არა სეგუნდა დივიზიონში მაინც".

"ჩვენ 6 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, მათი შემცვლელები კარგები არიან, მაგრამ ახალგაზრდები".

ასევე იხილეთ:
საქართველო ალბასეტეში მსოფლიოსა და ევროპის თასებს ნახავს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქეცბა, ანტი-ფეხბურთით გინდა ფეხბურთს მოუგო და თან მაგ მოგით ნაკრებიდან წასვლას გადაურჩე? ვნახოთ რა მოხდება..
zviadi
03:19 14-10-2013
0
თემურ ბიჭო რას ბოდავ ხომ არ დაისიცხე, ან თავი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ხომ არ გგონია? ამდენის უფლებას თავს დელბოსკეც კი არ აძლევს
ფიფა
15:48 13-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული