რევაზ არველაძე: მხოლოდ თემურ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა და ახლა ყველას ის აინტერესებს, რა ვითარება იქნება დამდეგი შესარჩევი ციკლისთვის, რა მიზანს დაისახავს ჩვენი უპირველესი გუნდი და ვინ იქნება მისი მწვრთნელი.

კონტრაქტით, საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ეტაპზეც თემურ ქეცბაიამ უნდა გაწვრთნას, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ამ დროისთვის, ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეს კითხვა უნდა იყოს - დარჩება თუ არა ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
-
ახლო მომავალში, სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, ყველა ერთად შევიკრიბებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ამ ეტაპზე კი, მით უმეტეს ემოციების ფონზე, გადაწყვეტილების მიღებას, ვფიქრობ, უნდა მოვერიდოთ.

მიმაჩნია, რომ ცალსახად ვინმე არ უნდა დავადანაშაულოთ იმ შედეგის გამო, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უკვე დამთავრებულ შესარჩევ ცილკში.

- ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია როგორია? კმაყოფილია ქეცბაიას მუშაობით და იმ მიმართულებით, რაც მან აირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ფედერაციის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი მხრიდან შემიძლია დავაფიქსირო - შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაში მხოლოდ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ, ფეხბურთელებსაც მიუძღვით ბრალი.

- საჭიროა თუ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იმ გუნდისთვის, რომელიც თავიდანვე განწირულია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- ამაზეც დავილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია მწვრთნელი და არა ის, თუ რამდენი აქვს მას ხელფასი. მწვრთნელი უნდა გამოგვადგეს, თორემ ფული ასეთ დროს მეორეხარისხოვანია.

- სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წელიწადში 7 მილიონი ლარით ეხმარება, რაც, პირველ რიგში, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების პერსონალისა და შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. ეს დახმარება გაისადაც ექნება ფედერაციას?
- რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს კვლავ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფეხბურთში ფინანსები, ფეხბურთელები და ბევრი სხა რამაა მნიშვმელოვანი მაგრამ ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი - მწვრთნელია. ამის უამრავი მაგალიტიდან მე მხოლოდ ორიოდეს შეგახსენებთ: 80 იანი წლების თბილისის დინამომ ახალკაცის ხელში ევროპულ გრანდებისაგან მნიშვნელოვნად მცირედი ფინანსებით საუკეთესო შედეგს მიაღწია, სულ ეხლახან თბილისის დინამოზე ბევრად ნაკლები ბიუჯეტის მქონე დილამ დევდარიანის ხელმძღვანელობით საუკეთესო სედეგს მიაღწია ქართულ გუნდებს შორის, გურია ძლივს შეკოწიწებული ფეხბურთელებიტ და მწირი ბიუჯეტით მახარაძის ხელმძღვანელობით საუკეტესოდ გამოდის ქვეყნის ჩემპიონატზე . . . მსოფლიო ფეხბურთში უამრავი მაგალიტია იმის როცა ერთიდა იგივე შემადგენლობის და დაფინანსების გუნდი სხვადასხვა მწვრთნელის ხელში სხვადასხვა შედეგს აღწევს . . . ასე რომ სანამ გეგუჩაძე და დევდარიანი უმუშევარი იქნება ქართულ ფეხბურთს ძნელი წარმოსადგენია ეშველოს
seseto
21 ოქტომბერი 2013 14:35
0
აიი სანამმ ეს და არველაძე იიქნებაა ფედერაციაშიი არაფერიიგვეშველებაა მანამდეე.. რა გახდნენ ასეთი მოუშორებელი ჭირი .. წადდიით რა დაგვანებეთ თავიიი.. რაზეე უინდადაიილაპარაკოოთ მომავალლ შესარჩევშიი როგორმეე ბოლოს წინა ადგილი დავიკავოოთ და ბოლოზე არ გავიდეთ?? წადიით და ეს ტლოპანაც თან გაიყოლეთ რააა..
GGGgg
21 ოქტომბერი 2013 13:35
0
თქვენ საერთოდ საიდან ან ვიზე ლაპარაკობთ
zaza
21 ოქტომბერი 2013 12:18
0
ვინც არველაძეებს ლანძგავს ყველა შურიანი და დაბოგმმილია არ ეშველება საქართველოს არაფერი სანამ ნაკრებში დვალიშვილზე კარგი შემსრულებელი არ გვეკოლება რა შუაშია ქეცბაია ან არველაძე რაც კარგი გაკეტებულა სულ არველაძეების გაკეთებული მაგრამ უცოდინარები ხართ და არანაირ ლაპარაკს არ ააქვს აზრი !!! კითხეტ აბა პლატინის ნებისმიერ უეფას ცარმომადგენელს არველაძის შესახებ და მიიგებთ პასუხს და იქნებ მერე მაინც გაჩუმდეთ ! ჩაიდოს ფული ცამოვიდეს ახალი თაობა ფეხბურთელებმა თუ არ მოინდიომეს მაგათ მაგივრად ტრენერი ვერ ითამაშებს! ზოგს ნაკრებში ჩამოსვა აგარ უნდა მითუმეტეს ესპანეტის ნაკრებთან !!!
vato
21 ოქტომბერი 2013 12:14
0
დავით, რა ჟურნალისტიც შენა ხარ, ის მწვრთნელი და ნაკრებია. ასე რომ მე შენს ადგილზე ცოტა მორიდებით ვიტყოდი სათქმელს. თუმცა საეთოდ ჯობია ბევრი არაფერი თქვა.
odala
21 ოქტომბერი 2013 10:10
0
წურბელები აზის ქართულ ფეხბურთს.ნუთუ არველაძეზე მცოდნე და პატიოსანი კაცი არ გამოიძებნა საქართველოში ამდენი წელია?სუფთად რომ არ არის მანდ საქმე გარედანაც კარგად ჩანს და რა ფეხბურთი განვითარდება ამათ ხელში? არ ელოდოთ კარგს არაფერს,წასულია ჩვენი ფეხბურთის საქმე.
Qetevan
21 ოქტომბერი 2013 09:03
0
რა შ****თ ამ ქეცბაის ბოლო- ბოლო ზოგ-ზოგი მთავრობიდან მილიონზე თბილისიდან ქუთაისში არ ჩადის ეს კაცი წვალობს და ნერვიულობს მაინც,არ გვყავს შემსრულებლები და ქეცბაიას ნაკრებიც უნდა მივაყოლოთ, თუ ბიძომ ირბინოს მოედანზეც? უფრო დაგვენშრევა.
Dato
21 ოქტომბერი 2013 09:00
0
სანამ თქვენაირები იქნებიან ქართულ ფეხბურთში იქამდე არაფერიო გვეშველება,დევდარიანზე კიდე კაცი რო იტყვის მწვრთნელობის აზრზე არააო, აქეტ შეხედეთ სომხეთის ნაკრებს ბოლო ტურამდე პლეიოფში გასასვლელად ინარჩუნებს შანსს, ყველაზე მაგარი იქნება გეგუჩაძე მწვრთნელად და დევდარიანი ასისტენტად
giorgi kuzibabashvili
20 ოქტომბერი 2013 23:45
0
სანამ თქვენაირი მაფიოზები იქნებიან ფეხბურთში იქამდე არაფერი გვეშველება
tijana513
20 ოქტომბერი 2013 23:37
0
რეზი, ნუთუ არა ფიქრობ შენ, რომ უნდა წახვიდე,გეყო რა
Tamazi
20 ოქტომბერი 2013 23:33
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული