კონტრაქტით, საქართველოს ნაკრები მომდევნო შესარჩევ ეტაპზეც თემურ ქეცბაიამ უნდა გაწვრთნას, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- ამ დროისთვის, ყველაზე აქტუალური, ალბათ, ეს კითხვა უნდა იყოს - დარჩება თუ არა ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?
-
მიმაჩნია, რომ ცალსახად ვინმე არ უნდა დავადანაშაულოთ იმ შედეგის გამო, რაც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა უკვე დამთავრებულ შესარჩევ ცილკში.
- ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია როგორია? კმაყოფილია ქეცბაიას მუშაობით და იმ მიმართულებით, რაც მან აირჩია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ფედერაციის პოზიციაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩემი მხრიდან შემიძლია დავაფიქსირო - შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამაში მხოლოდ ქეცბაია არ უნდა დავადანაშაულოთ, ფეხბურთელებსაც მიუძღვით ბრალი.
- საჭიროა თუ არა ასეთი მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იმ გუნდისთვის, რომელიც თავიდანვე განწირულია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდება. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?
- ამაზეც დავილაპარაკებთ. ჩემთვის მთავარია მწვრთნელი და არა ის, თუ რამდენი აქვს მას ხელფასი. მწვრთნელი უნდა გამოგვადგეს, თორემ ფული ასეთ დროს მეორეხარისხოვანია.
- სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წელიწადში 7 მილიონი ლარით ეხმარება, რაც, პირველ რიგში, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების პერსონალისა და შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. ეს დახმარება გაისადაც ექნება ფედერაციას?
- რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს კვლავ აქვს იმის სურვილი, რომ ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"