სანდრო გურული: "ქეცბაიას სამაგიერო გოლით გადავუხადე!"

AutoSharing Option
რა გასაკვირია, ლვოვის "კარპატის" ახაკლგაზრდა თავდამსხმელი სანდრო გურული უკრაინაში ბრწყინვალე განწყობით დაბრუნდა - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩშივე გოლი შეაგდო და გუნდის მთავარ მწვრთნელ ქეცბაიასთან ერთად მთელ საქართველოს თავი ბრწყინვალედ წარუდგინა.

ლვოვში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს.

"ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ! ნაკრებში დებიუტი მქონდა და მოედანზე გამოსვლა გოლით ავღნიშნე - ამაზე უკეთესს ვერც ვინატრებდი, მითუმეტეს, რომ არც მეგონა, თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მოედანზე მთელი მეორე ტაიმით მამყოფებდა", - აქვეყნებს ქართველი ლეგიონერის სიტყვებს
"კარპატის" ოფიციალური საიტი.

"მატჩის წინ 10-15 წუთით თამაშზე ვოცნებობდი, მწვრთნელმა კი შესვენებაზევე მითხრა, მოედანზე გასასვლელად მოვმზადებულიყავი... გადავწყვიტე, ასეთი ნდობისთვის სამაგიერო გატანილი გოლით გადამეხადა", - დასძინა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გია გურულის ვაჟმა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარეთ ბიჭებო, გისურვებთ წარმატებებს, მწვრთნელს დიდი მადლობაააააააა
ako1980
10:35 24-11-2010
0
ყოჩაღ!
მადლობა სანდროს,ჯანოს,მთლიანად ნაკრებს და თემურს:))))))))
2010-ში თამაში არ წაგვიგია:))))))))
წაუგებელი სერია გრძელდება:))))))))
TaTa
22:10 22-11-2010
0

სიახლეები პოპულარული