საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.

კენჭისყრამ ნაკრებები შემდეგნაირად გადაანაწილა:

A ჯგუფი: ჰოლანდია, ყაზახეთი, ისლანდია, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი
B ჯგუფი: ბოსნია, ანდორა, კვიპროსი, უელსი, ისრაელი, ბელგია
C ჯგუფი: ესპანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, ბელარუსი, სლოვაკეთი, უკრაინა
D ჯგუფი: გერმანია, გიბრალტარი, საქართველო, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია
E ჯგუფი: ინგლისი, სან მარინო, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, შვეიცარია
F ჯგუფი: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ ირლანდია,
ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი
G ჯგუფი: რუსეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ავსტრია, შვედეთი
H ჯგუფი: იტალია, მალტა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ნორვეგია, ხორვატია
I ჯგუფი: პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, დანია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება და დავუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია.

* * *

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.
II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.
III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.
IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.
V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.
VI ტური: 12,13,14 ივნისი.
VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.
VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.
IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.
X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.
მკითხველის კომენტარები / 38 /
არ შეიძლება, არ დაეთანხმო "AKHAL"-ს, უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ვითამაშოთ დიდი ფეხბურთი, სხვა შემთხვევაში რა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე? დისციპლინა, სპორტული ჟინი და ფეხბურთში ყველა ძლიერი ძალების , თუ არა მათგან 80%-ის გამაერთიანებელი მწვრთნელი მაინც. ეს ქეცბაიას შეუძლია, თუ ზოგიერთ მომენტში მოთოკავს არ ვიცი ნერვებს, თუ ამბიციას.
gizog
23 თებერვალი 2014 18:28
0
გიბრალტარს მოვუგებტ ასიანი...
zaza
23 თებერვალი 2014 18:12
0
რათა უიღბლო? ორი მოგება ჯიბეში გვაქვს – გიბრალტართან :). ისე, ხუმრობა იქით იყოს და რუსებს როგორ ყოველთვის უმართლებთ. აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კოლოსლოვისა...
მერაბი
23 თებერვალი 2014 17:29
0
აქედან ნაღდად უნდა გავიდეთ.თუ ასე არ მოხდა,ფეხბურთელიან-მწვრთნელიანად,გობის უდაბნოში უნდა ჩაყარონ.ამდენი დრო გავიდა და როგორ ვერ უნდა დააყენოს გუნდი.როგორ ვერ უნდა იპოვოს ფეხბურთელი?ფრანგებმა ჟიუსტ ფონტენი 60-იან წლებში,მესამე ლიგიდან აიყვანეს.საკუთარ ქვეყანაში უნდა ვეძებოტ და არა გაქსუებულებიევროპაში.ჩვენი ჩემპიონატიდან აყვანილი ფეხბურთელი,შიძლება კლასით ჩამორჩებოდეს ზოგიერთ ლეგიონერს,მაგრამ ჯიგრით და ქვეყნის სიყვარულით თავისთავს გადაახტებიან,რაც შედეგზეც აისახება.მგონი სხვა გამოსავალი აღარ არის.
sdfghjkl;'
23 თებერვალი 2014 17:29
0
წარმომიდგენია ქეცბაია-ყოველი ბურთულის ამოღების შემდეგ ალბათ სულ ,,იბიომატ,,ს გაიძახოდა და რაც მათ ხელებს გაუგზავნა...
akhali
23 თებერვალი 2014 17:27
0
ნახეთ,სომხები რას წერენ? პორტუგალიასთან შეიძლება პირველობისთვის ბრძოლაო.ჩვენ ცოტა რომ გაგვმართლებოდა და გიბრალტართან ერთად სან მარინო,ფარერები და ლიხტენშტეინიც შეგვხვედროდა,ეგებ რაღაცა გაგვეშანსა.
ciba
23 თებერვალი 2014 17:21
0
აქედან გასვლა გვინდა? ჰა ქეცბაია? იმასაქნათ აქედან და იქიდან?
aka
23 თებერვალი 2014 17:21
0
კიდევ არ გაგვიმართლა :):)
ალექსანდრე
23 თებერვალი 2014 17:16
0
კიდევ ერთი უიღბლო წილისყრა, თუმცა თუ გავითვალიწინებთ დღევანდელ ჩვენი ნაკრების პოტენციალს ძნელია, რომელიმე ჯგუფზე თქვა ჩვენთვის მისაღები იყო ჯგუფიდან გასვლის თვასაზრისით. ეს ჯგუფი გამოდგება გუნდის დასაყენებლად გამოცდილი მწვრთნელის ხელსი.
gizog
23 თებერვალი 2014 17:05
0
მოკლედ ,უნდა ითამაშონ და გერმანიის გარდა ყველას დამარცხება შეიძლება!!!ამ ირლანდიელებს ხომ უნდა მოვუგოთ ერთხელ მაინც და რატომ ორჯერაც არა?რა გახდა ძალიან საშუალო ევროპული გუნდი...შოტლანდიას მაშინ მოვუგეთ,როცა ორჯერ შოტლანდიამ ფრანგები დაამარცხა!!!თუმცა ფრანგებთან 2თამაშში 2ჯერ დაარყეს და კარებში იდგნენ და ირივეჯერ მოუგეს.ჩვენთან პირველი ნომრით დაიწყეს თბილისში და 17წლის მჭედლიძე,ყენია,მაკარიძემ(რუსულმა სპორტ-ექსპრესმა ,,გრუზინსკიე შკოლნიკებმა,,)დაამარცხეს!მაგრამ სტრაჩანის მოსვლით ძალიან მოუმატეს!ხორვატია 2ჯერ დაამარცხეს და ინგლისს2-2გაუკეთეს...
პოლონეთი?მაგრად არ მინდოდა-დორტმუნდის პოლონელები და პლუს სუპერ-მეკარეები,სულ მიკვირს-შედეგი რატომ არ აქვთ?
akhali
23 თებერვალი 2014 17:00
0

სიახლეები პოპულარული