საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს ვარშავის "ლეგიას" ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი და ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელი ლევან კაკუბავა შეურთდებიან.
ნაკრები ლიხტენშტაინთან მატჩისთვის მზადებას 3 მარტს დაიწყებს. ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ორშაბათს, 13 საათზე, თემურ ქეცბაია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("ვალეტა", მალტა), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი)
მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი",
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( "კარპატი" ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - "დნიპრო", უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი ("ჩერნომორეცი" ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), ირაკლი ძარია ("დინამო", თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია" ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი)
საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური
ამისთანა მწვრთნელის არ მესმის რა, თავდამსხმელი არ უნდა! რა. დვალიშვილს არ ეწყინოს, კაი ფეხბურთელია მარა სხვა სტილისაა, პატიოსანი კაცია არაფერს აშავებს და კაი პასს თუ მისცემ გაიტანს პატიოსნად, ამის მარტო ყოფნა არ შეიძლება.
მამალი თავდამსხმელი სადაა?! შემტევი, შემაწუხებელი, რამის გამკეთებელი, ვისიც უნდა ეშინოდეთ?