წლეულს თემურ ქეცბაია ნაკრებში ლამის სისტემატურად იწვევს ლაშა დვალს. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილმა წევრმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ორჯერ ითამაშა.
მისი ტრანსფერი ინგლისური ჩემპიონშიფის "რედინგს" ეკუთვნის, თუმცა დღესდღეობით რიგის "სკონტოშია" განათხოვრებული. ის ნაკრებში ლატვიის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა.
"ორი დღეა, რაც საქართველოში ვარ. ნაკრებში გამოძახება ამაღლებული განცდაა. ყველა ფეხბურთელი მომართულია იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ,
19 წლის ფეხბურთელმა მეტოქეზეც ილაპარაკა:
"პოლონეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რაც პირველ სამ ტურშიც გამოჩნდა. მათ თვით გერმანია დაამარცხეს და ჯგუფის ლიდერებიც არიან. ეს შეხვედრა თავად ვნახე და ორი აზრი არ არის - პოლონეთი სწრაფი და ბრძოლისუნარიანი გუნდია, ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელიც ჰყავს.
მაგრამ მხოლოდ მეტოქის სიძლიერეზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. მოედანზე უნდა გავიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ.
თავდადებითა და ბოლო წამამდე ბრძოლით ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირებულა და იმედს წინასწარ ჩვენც ნუ გადავიწურავთ. სხვა გზა არც დაგვრჩენია. მე მაინც მგონია, რომ ჩვენს ნაკრებს ხალხის გახარება შეუძლია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"