საქართველო VS პოლონეთი - სასწაულის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში პოლონეთს ეთამაშება. მატჩი 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "I არხი" შემოგვთავაზებს.

უკვე ცნობილია, რომ ეს იქნება თემურ ქეცბაიას ბოლო მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე; ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ეროვნული სტადიონი შევავსოთ და ერთად გავამხნევოთ ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი.

იმედია, სასწაული მოხდება და წარუმატებლობებით დაღლილი საქართველო გამარჯვებას იზეიმებს. "სასწაული" ვახსენეთ და ვეცდებით, ავხსნათ, თუ რატომ ავიყვანეთ შესაძლო გამარჯვება ესოდენ მაღალ რანგში...

ის, რაც თვალნათლივ ჩანს
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას
თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის ბევრი მოთამაშე პოლონელებთან შეხვედრას ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ვერ ხვდება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა. თავად განსაჯეთ - აკაკი ხუბუტია უკლუბოდაა, "ანჟის" ძირითად შემადგენლობაში არ ჩანს გია გრიგალავა, ჯანო ანანიძე ახლახან დააბრუნეს "სპარტაკის" ძირითად გუნდში. თვეა, თორნიკე ოქრიაშვილს ნორმალურად ფეხბურთი არ უთამაშია.

ვეთანხმებით, მაგრამ...
უნდა დავეთანხმოთ ჯერაც ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას - საქართველოს ნაკრებისთვის ასე თუ ისე გამოსადეგი ფეხბურთელი დღეს თითზე ჩამოსათვლელია. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართული ფეხბურთის რესურსი, პრაქტიკულად, დაშრეტილია.

ამის მიუხედავად, საქართველოს პირველ გუნდში ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელის ყოფნა მეტისმეტი გვგონია. ღმერთმა ქნას, პოლონეთთან შეხვედრაში ამან საბედისწერო როლი არ ითამაშოს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების საპირისპიროდ, პოლონეთის უპირველეს გუნდში გამოძახებული თითქმის ყველა მოთამაშე იდეალურ მზადყოფნაშია.

რატომ სასწაული?
დიახ, არ ვაჭარბებთ - მთელი რიგი მომენტების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების მიერ ადამ ნავალკას გაწვრთნილი პოლონეთის ძლევა სასწაულის ტოლფასი იქნება.

სხვა დროს და სხვა შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისა და პოლონელების მატჩის წინ ასეთ უკიდურესობაში არამც და არამც არ გადავვარდებოდით, მაგრამ ახლა საქმე სხვანაირადაა.

ყველამ იცის, რომ ესაა ქეცბაიას ბოლო მატჩი ნაკრების თავკაცის პოსტზე და შეიძლება, ამან გუნდზე ცუდად იმოქმედოს.

მეორეც - ბოლო დღეების განმავლობაში ქეცბაია არაერთხელ შემოსწყრა ქართულ მედიას. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის გამონათქვამს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ, სპორტულ ჟურნალისტებს, ეროვნული გუნდის წარმატება არ გვიხარია, ჟურნალისტთა თემის კანონზომიერად მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ეს ბუნებრივია - როცა ადამიანს, რა პროფესიისაც უნდა იყოს ის, მოღალატეობას აბრალებ, ის ვერ გაჩუმდება.

ეს სხვა თემაა. ის კი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს არ არგებს მისივე დამრიგებლის მიერ ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელმაც კარგად იცის, რომ მისი მარცხი ჟურნალისტს არ უხარია და ისიც მოეხსენება, რომ კალმოსანი... ვთქვათ, სტადიონს ვერ ააშენებს...

საკუთარ თავს ეწინააღმდეგება
ბოლო დღეებში ქეცბაიას ცნობა მიჭირს. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, ამის დაჯერება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ფაქტია, მოვისმინე - ქეცბაიას აზრით, დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში ასეთი ვითარებაა შექმნილი, ფეხბურთელებს გერმანიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და ირლანდიის დამარცხება არ უნდა მოვთხოვოთ.

ვინძლო, სუფთა პრაგმატულად ქეცბაია მართალიც იყოს, მაგრამ ისიცაა, რომ არცერთი მწვრთნელი მსოფლიოში ასე არ ლაპარაკობს. შე დალოცვილო, თუ ეს იცოდი, რაღას გვპირდებოდი, ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმი მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საგზურის მოპოვება იქნებაო.

ერთიც - ამას რომ ფეხბურთელს ეტყვი და გააგონებ, წასულია იმ გუნდის საქმე. ჩვენზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ შევცდებით და პოლონეთთან თამაში სხვას გვიჩვენებს.

ორი დანაკლისით
საქართველოს ნაკრებმა ბოლო დროს როდის ითამაშა ოპტიმალური შემადგენლობით, ამას ნამდვილად ვეღარ ვიხსენებთ. ამ დროისთვის, ქეცბაიას ორი დანაკლისი აქვს - ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ ეროვნული ჩემპიონატის მატჩში დაშავდა თბილისის "დინამოს" საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი ძარია, რომელიც ქეცბაიამ გიორგი მერებაშვილით ჩაანაცვლა.

მერებაშვილი ახლა ჩინებულ ფორმაშია, ბერძნულ ოფი-ში გოლი გოლზე გააქვს და იქნებ პოლონეთთანაც იჩაუქოს...

მეორე დანაკლისია ალბანური "ფლამურტარის" მოიერიშე ნიკა გელაშვილი, რომელმაც გუშინწინდელ ვარჯიშზე მარჯვენა ფეხი იტკინა და გადაწყვეტილი ამბავია, რომ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მაინც ვცადოთ
საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ძალიან რთულ, მეტიც, შეუსრულებელ ამოცანად გვესახება. თავისთვის ბოლო მატჩს თითოეული სპეციალისტი განსაკუთრებულად უდგება და ერთიც ვნახოთ, ქეცბაიამ ჩვენი გაკვირვება გადაწყვიტოს და... შემტევი მოდელი აირჩიოს.

ამ ეტაპზე მაინც ასეთი სქემისა და შემადგენლობისკენ ვიხრებით, თუმცა არც ის გაგვიკვირდება, ბევრი რამ ვერც გამოვიცნოთ, მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთი, ისიც პირველი ვარჯიშის ნახვის საშუალება მოგვეცა.

საქართველო (4-3- 2-1): ლორია - ლობჟანიძე, ხუბუტია, ს. კვირკველია, გრიგალავა (ან დვალი) - კაშია, კანკავა, დაუშვილი - ოქრიაშვილი, კობახიძე (ან ანანიძე) - ჭანტურია (ან მჭედლიძე).

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე (ოთელოსი, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი (დინამო თბ), მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა);
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), აკაკი ხუბუტია (უკლუბოდ), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გია გრიგალავა (ანჟი, რუსეთი), ლაშა დვალი (სკონტო, ლატვია), ლევან კაკუბავა (სამტრედია);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა (ყველა - დინამო თბ), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი (ფლამურტარი, ალბანეთი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

პოლონეთის ნაკრები:
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი);
მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), არტურ იედრჟიჩეკი (კრასნოდარი, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (სტიაუა, რუმინეთი), ლუკაშ ბროცი (ლეგია), რაფალ იანიცკი (ლეხია);
ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კშიშტოფ მაჩინსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), მაცეი გაიოსი (იაგიელონია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა - ლეგია), კაროლ ლინეტი (ლეხი), სებასტიან მილა (შლიონსკი);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (დინამო კიევი, უკრაინა).
მწვრთნელი: ადამ ნავალკა
იხილეთ ვარჯიშის ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ მატჩისწინა კომენტარები:
ადამ ნავალკა: გაფასებთ, მაგრამ 3 ქულა გვჭირდება
რობერტ ლევანდოვსკი: თბილისი ჩემთვის ცხელი ზონაა
თემურ ქეცბაია: ჩემი ქვეყანა მიყვარდა და რაც შემეძლო, ვაკეთებდი [VIDEO]
გოჩა ჯამარაული: თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს
გიორგი ჭანტურია: კარგ ფორმაში ვარ და შანსი თუ მომეცა, მაქსიმუმს გავაკეთებ
ლაშა დვალი: მეტოქის სიძლიერეზე ფიქრი არას გვარგებს
გიორგი მერებაშვილი: ნაკრებში მიწვევა ჩემთვის მოულოდნელი იყო...
გურამ კაშია: ლევანდოვსკი? არ მიყვარს ასეთი ფორვარდების წინააღმდეგ თამაში
ნიკა ძალამიძე: პოლონელები თბილისში მოსაგებად მოდიან
სანდრო კობახიძე: პოლონეთთან უნდა მოვიგოთ... მჯერა, ეს შეგვიძლია
გიორგი ლორია: სანამ შანსია, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ

ევრო 2016. შესარჩევი. D ჯგუფის სხვა მატჩები:
გერმანია-გიბრალტარი 23:45
შოტლანდია-ირლანდია 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
itamashet mondomebit da wageba iqneba da iyos girseuli wageba da ara 5:0
dato
14 ნოემბერი 2014 17:46
0
21წლამდელებში დავდოთ შედეგი სისტემატურად და მერე მოვთხოვოთ დიდ ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლა.
malxazi
14 ნოემბერი 2014 17:08
0
დღეს მარტო იმის გულისთვისაც კი წააგებენ რომ რომ ქეცბაია მოგებული არ გაუშვან, თორემ მერე სად წავლენ ნაკრების კარს ამათაც მიუხურავენ ქეცბაის წასვლის შემდეგ. ვაითუ გამანადგურებელი არ იყო დღევანდელი დაგეგმილი წაგება.
SIMARTLE
14 ნოემბერი 2014 15:30
0
25celi sascaulis molodinshi .satauri aseti jobda:)
Kaxa
14 ნოემბერი 2014 13:45
0
25 celi sascaulis molodinshi.ese jobda satauri :)
Kaxa
14 ნოემბერი 2014 13:31
0
ყაზაიშვილი რატომ არაა? ეგეც ხომ თამაშობს დუბლებში? მაგან რაღა დააშავა?
zura1504
14 ნოემბერი 2014 11:35
0
ყენიას თავში უვარდება ხანდახან... მაგ ინტერვიუებშიც იტყუება და როგოც უნდა ისე ლაპარაკობს. ჭორიკანა ქალივითაა
jaguar
14 ნოემბერი 2014 11:08
0
ლევან ყენიას ინტერვიუზე კომენტარებს არ უშვებთ. ისევე როგორც ქეცბიას სტატიებზე. რაც არ მოგწონთ ბლოკავთ. არაობიექტურები და არასამართლიანები ხართ მაგარი!!!
jaguar
14 ნოემბერი 2014 11:06
0
კომენტარებს რატომ ბლოკავთ ლაჩრებო და მშიშრებო?!!
1
14 ნოემბერი 2014 11:05
0
მასრთლაც სასწაული იქნება
nick
14 ნოემბერი 2014 10:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული