14 ნოემბერს გამართული საქართველო-პოლონეთის მატჩის შემდეგ სტუმართა ნაკრების კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
- გერმანიასთან მოგებისა და ჯგუფური ეტაპის კარგი სტარტის შემდეგ პოლონეთის ნაკრებში კარგი განწყობა იყო და თბილისშიც საბრძოლო სულისკვეთებით ჩამოვედით. გვჯეროდა, რომ მოგება შესაძლებელი იყო.
მეორე მხრივ, დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვიყავით, რადგან საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საკმაოდ კარგად თამაშობს.
თავად ქართველებმაც კარგად იცოდნენ, რომ იოლი მატჩი არ ელოდათ. თავდაპირველად, ასეც მოხდა, პირველი ტაიმი რთული იყო და მასპინძლებმა საკმაოდ
- მეტოქეზე რას იტყვით?
- უცნაური შთაბეჭდილება დამრჩა. ქართველებმა თამაში კარგად დაიწყეს და ძალიან ცუდად დაასრულეს. საერთოდ, ორმა მომენტმა გამაოცა - პირველი ისაა, რომ საქართველოს, რომელიც ყრუ დაცვით არის ცნობილი, 4 გოლი გავუტანეთ. ამას ნამდვილად არ ველოდი.
და მეორეც - ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველები პირველივე გოლის შემდეგ, ფაქტობრივად, დაგვნებდებოდნენ...
აქვე, ქართველ გულშემატკივარზეც ვიტყვი: სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფერო იყო - ასეთი კეთილგანწყობილი მასპინძელი ბევრი არ მახსენდება.
- ამ მოგებით პოლონეთის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი კიდევ უფრო რეალური გახადა...
- დიახ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის. გერმანია, ირლანდია და შოტლანდია უბრძოლველად არაფერს დაგვითმობენ. ჯერ მხოლოდ 4 მატჩი გავმართეთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 0:4 - ნახვამდის ევროპავ, ნახვამდის თემურ! [VIDEO+PHOTO]