"საქართველოს ნაკრების სათავეში როგორც ქართველი, ისე უცხოელი შეიძლება ვიხილოთ"

AutoSharing Option
როდის ეყოლება საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი? ეს კითხვა ახლა ყველაზე მეტად აღელვებს ქართველ გულშემატკივარს. თემურ ქეცბაიას გადადგომის შემდეგ ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტი ვაკანტურია...

ქართული ფეხბურთისთვის ამ უმძიმეს ჟამს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბუნებრივია, დაგვაინტერესა ფედერაციის პოზიციამ.

ამ დროისთვის, ჟენევაში, უეფას კომიტეტის სხდომაზე იმყოფებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. სამაგიეროდ, თბილისშია ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე, ვის კომპეტენციაში შედის კიდეც სანაკრებო საკითხები...

"მომავალი წლის 29
მარტს გვაქვს შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გერმანიასთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრე არის უეფას მიერ გამოყოფილი სანაკრებო დღე. ამ დღეს შეგვიძლია ამხანაგური შეხვედრა გავმართოთ.

სწორედ იქამდე უნდა შეირჩეს ახალი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისთვის. ალბათ, ოპტიმალური იქნება, მწვრთნელი ახალი წლიდან დაინიშნოს", - გვითხრა არჩილ არველაძემ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული გუნდის გაწვრთნას დღეს ყველა ერიდება. ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრების დამრიგებლობაზე დათანხმება ახალი მწვრთნელის მხრიდან პროფესიულ ჰარაკირს ჰგავს. თუმცა არველაძე მთლად ასე არ ფიქრობს:

"თემურ ქეცბაიას ბოლო მატჩმა ძალიან დამწყვიტა გული. ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:4 უნდა წაგვეგო. მეტიც, სულ კრიტიკულად ვუყურებ საქართველოს ნაკრებს, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ასეთ შედეგს, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი.

ფაქტია, ვითარება რთულია, თუმცა ნუ დავხატავთ უიმედო ფონს. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ურყევად მჯერა უკეთესობის. თუ უფსკრულში ვართ, მაშინ დავიკრიფოთ ხელები და მხოლოდ სასწაულის იმედზე ვიყოთ.

მჯერა, გამოსწორდება სიტუაცია. არ მგონია, გილიოტინაზე ასვლას ჰგავდეს ახალი მწვრთნელის მოსვლა".

რომელ კანდიდატურებს განიხილავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ცხადია, ვარაუდები არის და მოსაზრებებიც, თუმცა ამ ეტაპზე რომელიმე კანდიდატი გამოკვეთილად არ ჩანს.

"თამაშის მერე სულ სამი დღე გავიდა. ორი დღის განმავლობაში თემურ ქეცბაია თბილისში იყო და მას ვემშვიდობებოდით. დღეს პირველი სამუშაო დღეა თამაშის შემდეგ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უეფაში არიან კომიტეტის სხდომაზე. თბილისში დარჩენილნი ვართ მე და ვიცე-პრეზიდენტები.

ჩამოვლენ პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, რის შემდეგაც უფრო მეტი კონკრეტიკის შეტანა იქნება შესაძლებელი ამ საკითხში", - გვეუბნება არველაძე.

უცხოელი გამორიცხული არ არის
სადღეისოდ, საქართველოში უცხოელი მწვრთნელის იდეა თითქოს გაკოტრებულია. არჩილ არველაძე არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს ნაკრები სწორედ უცხოელმა ჩაიბაროს.

"როგორც ქართველი, ისე უცხოელი შეიძლება ვიხილოთ საქართველოს ნაკრების სათავეში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. კონკრეტული კანდიდატები კი ჯერ არ არის გამოკვეთილი".

მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დატოვა ეროვნული გუნდი. საინტერესოა, ხომ არ მოუწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ექსმწვრთნელისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა?

"აქ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. როცა მწვრთნელი თავისი სურვილით ტოვებს თანამდებობას, მასთან ხელშეკრულება ავტომატურად უქმდება. ასე რომ, თემურ ქეცბაიასათვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ მოუწევს არანაირი საკომპენსაციო თანხის გადახდა...

როცა თემური გავაცილე, ერთადერთი რამ ვუსურვე - რაც შეიძლება კარგად დაისვენე-მეთქი. მწვრთნელის ბედს წინასწარ ვერ განსაზღვრავ - შეიძლება, ხუთ დღეში გამოუჩნდეს ახალი საქმე.

მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რაც გააკეთა საქართველოს ნაკრებში და სამომავლოდ წარმატება ვუსურვო", - ამბობს ფედერაციის ტექნიკური დირექტორი.

შესაძლოა, საქართველოს ნაკრებმა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, პირველი მატჩი გერმანიასთან დაპირისპირებამდე, ანუ 29 მარტამდე გამართოს.

"რაც შეეხება ამხანაგურ მატჩს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის აზრი. შეიძლება, გერმანიასთან თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ის მოერიდოს ტრავმებს და ამხანაგურ შეხვედრაზე უარი თქვას.

ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან ამხანაგური შეხვედრის ჩატარება მალტას სურს, თუმცა, ვიდრე ახალი მწვრთნელი არ დაინიშნება, ალბათ, შეუძლებელი იქნება მალტელებისთვის პასუხის გაცემა", - ესეც არჩილის სიტყვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ფედერაციის პრეზიდენტმა ამაყად განაცხადა - გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მოხარული ვარ, ეს ფაქტები რომ გამოვლინდაო. ამ დროს მოხარული კი არა, დათრგუნული უნდა იყოს, მის მეურნეობაში ასეთი ამბები რომ ხდება. უნდა შერცხვეს, ეს ხალხი და მათი ოჯახები რომ დაიღუპა, როცა შესაძლებელი იყო, მინიმუმ 7 კაცი გადარჩენილიყო.
ნოდარი
26 ნოემბერი 2014 12:58
0
შენ თუ შეგეკითხეს თუ გინდა პან გი მუნი დანიშნონ!!
jimi
19 ნოემბერი 2014 16:58
0
გაიტანეთ ეს არველაძეები!
messi10
19 ნოემბერი 2014 11:27
0
am jurნალისტების მიკვირს აცის რეზის ნეტს ვერავის ხედავტ ქარტულ პეხბურტსი იმ დონემდე მივიდა საქმე ერს სჯულს ეს არველაზეები გადადგეს მტელი პედერაცია სასწრაპოდ სანამ ხალხი მტლად არ გაგიჯებულა გინდატ ქუცასი ქვები დაგცხონ
ledi
19 ნოემბერი 2014 11:06
0
ასეთი დებილი ფედერაციის ხელში ვერც მწვრთნელი გაიხარებს და ვერც ნაკრები!
Lasha
19 ნოემბერი 2014 10:19
0
ხო, არველაძეები ააშენებენ ქართულ ფეხბურთს :დ
Lado
19 ნოემბერი 2014 10:09
0
ლელო, ჩაატარეთ ორი გამოკითხვა: 1) უნდა გადადგეს თუ არა სფფ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობა? 2)ვინ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი?
მხოლოდ ქეცბაიაზე ჯოხის გადატეხვა უსამართლობა არის.
უძლევი
19 ნოემბერი 2014 05:39
0
Achi rezistan shedarebit ragaca iseti nigazai kaci ar mgonixar ragaca da mocildi mag utavmoyvareo xalxs,e bijo mishasavit sul rato gindat ro mand igdet federaciashi xo xedavt ukan midis yvelaferi tbilishi apirebt cxovrebas da ra gindat mishasavit vaxta moxiot tkven? Is vafshe magari gyavt domenta eg soflis fiskulturis mastavlebeli,wadit gobia
tbiliskii
19 ნოემბერი 2014 02:45
0
ჩქარა ჩქარა ღუპავს საქმეს. ჯერ არჩევნები და მერე ტრენერი.
domenti
18 ნოემბერი 2014 20:14
0
აჩი და რეზო (ვაზელინა) არველაძეებო, წადით, მოშორდით ქართულ ფეხბურთს!
gio
18 ნოემბერი 2014 17:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული