"მწვრთნელის მუშაობას როგორ შევაფასებ? ეს უკვე თავად ქეცბაიამ გააკეთა, როცა ციკლი ჩავარდა და გადადგა. შეფასებას აკეთებს გულშემატკივარი იმ თამაშებითა და ანგარიშებით, რაც საბოლოოდ ისტორიას რჩება. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თემურს ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო".
ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაზე ფედერაციის პრეზიდენტი ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ამბობს:
"ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავიწყეთ და აგენტებისგან რამდენიმე შემოთავაზებაც გვაქვს. სხვათა შორის, კანდიდატები უეფაში ვიზიტის დროსაც შემოგვთავაზეს.
ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გადავწყვიტოთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი ექნება სამი თვე, პირველი ამხანაგური მატჩისთვის რომ მოემზადოს. 25 მარტს თბილისში მალტის ნაკრებთან სპარინგი უკვე შევათანხმეთ".
სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, უცხოელისკენ იხრება მისი არჩევანი თუ ადგილობრივი სპეციალისტისკენ. ეს არც რევაზ არველაძემ ისურვა:
"შესაძლოა, შემოთავაზებებში საინტერესო კანდიდატურებიცაა, მაგრამ ჯერ მათზე ლაპარაკი არასერიოზულია. თუმცა, იმას კი ვიტყვი, რომ ნაკრებს იანვარში ახალი მწვრთნელი ეყოლება. გერმანიასთან შესარჩევ მატჩამდე დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-თუნდაც შეხედეთ ქართველ ახალგაზრდებს?ღიპინი,ქონიანი...და სპორტსმენებიც!!!როგორც ფეხბურთში ასე რაგბშიც...ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით სწრაფი და სხარტია!!!ზოგ ქართველ სპორტსმენს იმხელა უკანალი აქვს,რომ....რას ჭამენ?ქართული სამზარეულო მიღებულია სპორსმენისთვის?და ამ ახალგაზრდობის მენტალურად შეცვლას კობიაშვილი,ყაველაშვილი მოახერხებენ?ნეტავ მოახერხონ,მაგრამ ეს იქნება ცდა,რომ იქნებ,იმედი ...ფედერაციას ჭირდება ძალიან მკაცრი,მომთხოვნი ტოპ-მენეჯერი და ტოპ-უცხოელი მრჩევლები,რაც დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს...თუ გვინდა ქართული ფეხბურთი ოლიმპზე ვიხილოთ,მაშინ შესაბამისი კანდიდატურაც უნდა შევარჩიოთ,უკვე გამოცდილი...