კახა ცხადაძე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას "ტორპედოსა" და "სამტრედიას" შორის ქუთაისში დაესწრო და ნამატჩევს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიას ქუთაისელთა თავდამსხმელი
ნიკოლოზ საბანაძე და "სამტრედია" მცველი
ლევან კაკუბავა დაამატა.
ცხადაძე კვლავ აგრძელებს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზე დაკვირვებას და სიახლეები, შესაძლოა, მომავალშიც ვიხილოთ.
კახა ცხადაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისას საბანაძეზე კომენტარი გააკეთა.
"საბანაძეს ფლანგის მოთამაშედ ვერ მოვიაზრებ, რადგან მას ცენტრფორვარდის კარგი მონაცემები აქვს. მისი კანდი
დატურა მხედველობაში გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაში თავადაც ვნახე და კმაყოფილი დავრჩი", - თქვა ცხადაძემ.
ასევე იხილეთ:
ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში რევიშვილი, ყენია და ამისულაშვილი დააბრუნა