"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"

AutoSharing Option
27 მარტს, საქართველოში გამომგზავრების წინ, გერმანიის ნაკრების თავკაცის, იოახიმ ლიოვის ასისტენტმა თომას შნაიდერმა პრესკონფერენცია გამართა.

მან განაცხადა, რომ მუხლის მცირე ტრავმის მორჩენის შემდეგ ნაკრების კარს მანუელ ნოიერი დაუბრუნდება და საქართველოს ნაკრებთან მატჩში კარში აუცილებლად "ბაიერნის" გოლკიპერი იდგება.

ბრუნდება კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ავსტრალიასთან დაასვენეს. ის თბილისში მუნდიალის მერე ნაკრებში პირველ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

"გუნდმა იცის, რა დევს სასწორზე. უნდა დავივიწყოთ ამხანაგური მატჩი ავსტრალიასთან. ცოტა არ იყოს, ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ ეს არ არის პანიკა. ჩვენ თავდაჯერებულები ვემზადებით. გუნდი საქართველოსთან თამაშზე
ფოკუსირებულია.

თბილისში, შესაძლოა, ისევ სამი მცველით ვითამაშოთ, შეიძლება არც ვითამაშოთ. თუმცა ფაქტია, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ძალუძთ სამკაციანი დაცვის ხაზით წარმატებული თამაში.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩავფრინდებით საქართველოში, მოვიგებთ და დავბრუნდებით სამი ქულით", - განაცხადა შნაიდერმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
zalian bednieri var,kartvelebis tbili daxvedristvis,stumari gvtisaaa,kartveli eri amit vart mdidari..Gaumarjos sakartvelos!
inga
29 მარტი 2015 01:44
0
ქმარი სახლში ცოლის საყვარელს რომ ელოდება და უბის წიგნაკით და ავტოკალმით დახვდება იქნებ ავტოგრაფი მომცესო ცნობადი სახეაო ისეა ამ მეტიჩარა ფანების საქმე...
გოჩა123
28 მარტი 2015 11:07
0
მაგრე ფიქრობდა ჰიტლერიც , მაგრამ სადაც გადაფრინდ-დაფრინდა კი ნახა ბოლოს . ეს გერმანიის ქართველი ფანები კიდევ ვინ არიან ესეტი უჯიშო და უთავმოყვარეოები ? მესმის პატივს სცემდე გუნდს , სხვათა შორის , მეც კარგად ვარ ბუნდეს ნაკრების მიმართ განწყობილი , მაგრამ აეროპორტში დავხვდე ჩემი ქვეყნის მოსაგებად ჩამოსულს ? - არ მესმის , ესეთი ცვედანი როგორ უნდა იყო .
mgelika
28 მარტი 2015 04:56
0
მოვიგეთ ფეოლა,-გაგიჭირდებოდათ!:)):)):)):))
თაზო
27 მარტი 2015 17:43
0
ეგრე ჯეროდა რიბერისაც, მარა ...
თბილისი
27 მარტი 2015 17:38
0
ვნახოთ ვნახოთ, უქულოდ არ წაბუნძულდნენ აქედან
ძგვიბინა
27 მარტი 2015 17:16
0
ნურც ეგთი დარწმუნებული იქნები. ადვილ გასეირნებას არ გპირდებით. ჩვენ გვჯერა ჩენი ნაკრების!!!
geno
27 მარტი 2015 17:10
0
მიდი და ეკამათე ამათ
dato 30
27 მარტი 2015 17:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული