გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
27 მარტს საღამოს, თბილისს გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ეწვია. მსოფლიოს ჩემპიონებმა აეროპორტიდან გეზი პირდაპირ სასტუმრო "რედისონისკენ" აიღეს.

გერმანელთა დელეგაციას ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი სასტუმროსთან დახვედრა ქართველმა გულშემატკივრებმა მოუწყვეს. გერმანიის ნაკრების რამდენიმე ათეული ფანი გერმანიის ნაკრების ფორმაში, ხელში პლაკატებითა და ამ ქვეყნის დროშებით შეეგება სტუმრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
გერმანიის ნაკრები თბილისში დანაკლისით ჩამოვიდა - გუნდს ბოლო მომენტში მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი და შემტევი ნახევარმცველი ქარიმ ბელარაბი გამოაკლდნენ, მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა კი ნაკრებში მათი შემცვლელების მიწვევა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

გერმანიის ნაკრები
საქართველოს დედაქალაქს ამ 21 ფეხბურთელით ეწვია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი), რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი);
მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), იონას ჰექტორი (კიოლნი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი (ჰოფენჰაიმი), ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი (დორტმუნდი), სამი ხედირა, ტონი კროოსი (ორივე - რეალი, ესპანეთი), კრისტოფ კრამერი (გლადბახი), თომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მარიო გიოტცე (ყველა - ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი);
თავდამსხმელები: მაქს კრუზე (გლადბახი), ლუკას პოდოლსკი (ინტერი, იტალია).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩისწინა პრესკონფერენციას 28 მარტს, 12:00 სთ-ზე გამართავს, სტუმართა გუნდი კი ოფიციალურ ვარჯიშს "დინამო არენაზე" 17:00 სთ-ზე ჩაატარებს.

საქართველოსა და ფიფას რეიტინგის ლიდერის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ეჰ მიხო პაპა,აი შენ,სტალინი მართლა დაგაჩოქებდა.მაგრამ,ამ ახალგაზრდამ კი მხოლოდ სიყვარული და სითბო გამოხატა დიდი,მოქმედი ლეგენდის მიმართ.
Zaza
29 მარტი 2015 19:57
0
ვაიმე დედა,სტალინი რო ცოცხალი ყოფილიყო ეხლა მაიც მოკვდებოდა.
mixo papa
29 მარტი 2015 17:07
0
Jimshers.
როდესაც ღმერთს ახსენებთ,იცოდეთ,რომ არავის განსჯის უფლებას არ გვაძლევს ღმერთი.
ზაზა
29 მარტი 2015 16:45
0
ვიღაც ახალგაზრდას შვაინშტაიგერის წინაშე დაუჩოქია. იცოდეს იმ ახალგაზრდამ, რომ მხოლოდ დედას და ღმერთს უნდა დაუჩოქოს. სხვას არავის!
Jimsher
29 მარტი 2015 16:22
0
რამ გაგამწარათ ხალხო?ქრისიტიანები არ ხართ,ქართველები არ ხართ? სტუმარს თუ თბილად დახვდი,ეს დასაძრახია? ვაი თქვენს პატრონს მართლა უბედურს...თქვენ,ყველა, ვინც აქ აუგს წამბობთ იმ ხალხზე,რომლებაც გულთბილი დახვედრა მოუწყვეს სტუმრებს,არასოდეს არ გეყვარებათ და არ გესიამოვნებათ სტუმარი.ფარისევლები ხართ,როცა სტუმარს პირზე ღიმილით ხვდებით და სუფრას უშლით.
"დღეს სტუმარია ის ჩემი,თუნდ ზღვა ემართს სისხლისაო",დაგვავიწყდა ყველას?
ზაზა
29 მარტი 2015 13:31
0
წარმატებები გერმანიას, ოღონდაც 29ში არა, ღმერთმა ქნას მოვიგოთ, მაგარი გუნდია რა, ყველაზე მებრძოლი და მოედანზე ყველაზე კორექტული!
ბმბ
29 მარტი 2015 00:47
0
რამ გაგამწარათ თქ
parfiumer
28 მარტი 2015 23:23
0
ra gaikvirvet espanettan igive ar iyo? yvela nakrebs yavs aseti nagavi fanebi
ობოლი
28 მარტი 2015 19:35
0
esen daichiro burti kvelas datEburtienidaictdateno girsebi ar arian patron...
tfui
28 მარტი 2015 15:20
0
თქვენი....... ქართველ მორაგბეებს 20 კაცი დახვდა და ამათ ...ფანები კი არა .. ხართ...
თაზო
28 მარტი 2015 14:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული