მატჩში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 2:0 მოიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით, ავტორიტეტულმა გამოცემამ მატჩის გმირად როისი დაასახელა, ხოლო ანტიგმირად - კახა მახარაძე.
A დონე: მარკო როისი
მართალია, "დორტმუნდის" ფეხბურთელი მუნდიალზე არ ყოფილა და მსოფლიოს ჩემპიონიც არ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში. ის პანიკას თესავდა მეტოქე მცველებში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.
D+ დონე: კახა მახარაძე
კახა მახარაძეს თითქმის შეუსრულებელი დავალება ჰქონდა, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის კრეატიულობას უნდა მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 5 მცველით იცავდა თავს, საყრდენმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო გერმანელ ვიზავისთან გამკლავება. ამიტომაც ის 63-ე წუთზე შეცვალეს.