გიორგი ჭანტურია: უკეთესი ფეხბურთის თამაშის მცდელობა მაინც გვქონდა

AutoSharing Option
გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...

შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭანტურიამ შეტევების გამწვავება სცადა, ორიოდე ეპიზოდში გერმანელებს პრობლემებიც შეუქმნა, მაგრამ ეს იყო და ეს.

"გერმანია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი მიზნის მიღწევას მაინც ვცდილობდით. პირადად მეც ძალიან მსურდა, აქტიურად მეთამაშა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. კლასში განსხვავება ძალიან დიდი იყო.

ამის მიუხედავად, ეს მატჩი სამომავლოდ მაინც წაგვადგება. ახალი მთავარი მწვრთნელია, ახალ და სულ სხვა სტილის გუნდს აყალიბებს და შესაძლოა, ამ შეხვედრაშიც ისეთი დეტალები აღმოვაჩინოთ, რაც დადებითად ჩაითვლება.

ის ფაქტი მახარებს, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი ჩვენგან ფეხბურთის თამაშს ითხოვს. პირადად მე, დღევანდელ შეხვედრაში უკეთესობა ამის გამო დავინახე. უკეთესი ფეხბურთის თამაშის მცდელობა მაინც გვქონდა. ადრე თუ გვიან, ეს შედეგს გამოიღებს", - ამბობს რუმინული "კლუჟის" თავდამსხმელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხნო რა გჭირთ? სულ გარეკეთ? რომელ "უკეთეს" ფეხბურთზეა ლაპარაკი??? ან საერთოდ რა ფეხბურთზე???? ეს რა კოშმარი იყო საერთოდ და ესენი ამას "უკეთესი" ფეხბურთი უწოდეს???? თუ ეს უკეთესი ფეხბურთია მაშინ სტადიონზე აღარავინ მივა, გაცილებით სჯობს სახლში დარჩენა და სხვა ფეხბურთის ყურება. სულ გადაირია ხალხი, ამდენი "პოზიტივი", "უკეთესი ფეხბურთი" და "გუნდური" თამაში სად დაინახეთ? სულ გარეკეთ ხომ???
dato
11:18 31-03-2015
0
დათო, რა თქმა უნდა ეს ის ფეხბურთი არ არის რასაც აღფრთოვანებაში მოყავხარ, მაგრამ განსხვავებას თუ ვერ დავინახავთ მხოლოდ დაცვით ფეხბურთს (სადაც თერთმეტი ფეხბურთელი საკუთარ კარებს არ სცდება) და გერმანიასთან ნათამაშებ ფეხბურთ შორი, მაშინ ეგ უკვე დაუნახავობის პრობლემაა, თუ გახსოვს ბოლოს როდის ჩამოვაწოდეთ ამდენი კუთხური ... გრანდებთან კი არა საშუალო და დაბალი კლასის გუნდებთან? დალაგებული თამაშის მცდელობა ნამდვილად იყო, და ნამდვილად ეტყობოდა გუნდს მონდომება ბურთის ამოტანისა, ამოტანისა და არა ქაოტურად მოცილების, დადებითსაც დანახვა უნდა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული