კახა მახარაძე სტადიონს გულდაწყვეტილი ტოვებდა. ტაშკენტის "ფახთაქორის" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გერმანიასთან შეხვედრას საკუთარ აქტივში ვერ ჩაიწერს.
"ძალიან მძიმე თამაში გვქონდა და გამიჭირდა. მე უზბეკეთის ჩემპიონატში ვთამაშობ და უცებ მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა.
რა დასამალია და, ამის გამო თავიდან მთელი გუნდი ზედმეტად დაძაბული ვიყავით. ისიც სათქმელია,
მდგომარეობა მეორე ნახევარში ოდნავ მაინც გამოსწორდა. გუნდი ერთი კვირის შეკრებილია, ახალ სათამაშო სქემას ამუშავებს და არა მგონია, სწრაფი გარდაქმნა რეალური იყოს. ამას დრო და მუშაობა სჭირდება. მომავალს იმედიანად ვუყურებ", - ამბობს მახარაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"