ფიფას რეიტინგში უთამაშებლადაც დავწინაურდით

AutoSharing Option
დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.

რჩეულთა ათეულში ცვლილება მხოლოდ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა მეტოქემ, ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელმაც ეგვიპტის ნაკრებს ადგილი შეუცვალა და მეათე პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა.

"ფიფა კოკა-კოლას" რეიტინგს კვლავინდებურად მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, მას კუდში მუნდიალის ფინალისტი ჰოლანდია და გერმანია მოჰყვებიან.

როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება, რეიტინგის ზემო ნაწილში უცვლელი ვითარება
იმითაა განპირობებული, რომ ბოლო თვეში წამყვან გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ.

"ფიფა კოკა-კოლას" მორიგი რეიტინგი 2 თებერვალს გამოქვეყნდება.


მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 2 /
It is my great pleasure to visit your site and to enjoy your excellent posts, I appriciate that a lot. I see that you paid much attention in those topics, as all of them make sense and are very useful.
[url=http://amazingteenbabes.com]Porn[/url]
Durezoorm
18:49 19-01-2011
0
ბორბლის გამოგონება არ არის საჭირო, უკრაინელებისა და რუსების მაგალითით, უნდა შემოვიღოთ ცენზი უცხოეთში წამსვლელი ფეხბურთელები სათვის 27 წლამდე. იგი გამოიწვევს ფეხბურთის კლუბების დონის ამაღლებას, შესაბამისად გამოიწვევს ინვესტიციების მოზიდვას კლუბებში, მაყურებელთა დასწრების გაზრდას. აი ეს არის ქართული ფეხბურთის ხსნის გზა.
giorgi abzianidze
22:55 12-01-2011
0

სიახლეები პოპულარული