ჯობია არ ნახოთ - საქართველოს ახალი ისტორიული ანტირეკორდი ფიფას რეიტინგში

AutoSharing Option
ფიფა/"კოკა კოლას" ახალი, მაისის რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა - 197.19 ბალით 139-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენი ქვეყნის უმთავრესმა გუნდმა მარტში, მალტასთან (ამხანაგური) და გერმანიასთან (ევრო 2016-ის შესარჩევი) ითამაშა, რის შემდეგაც წინა, აპრილის რეიტინგში, ისტორიაში ყველაზე დაბალ - 138-ე ადგილამდე დაეშვა. მას შემდეგ კახა ცხადაძის გუნდს მატჩი აღარ ჩაუტარებია, თუმცა სხვა ნაკრებების წინსვლის ხარჯზე, კიდევ ერთი საფეხურით დაქვეითდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რეიტინგ-ლისტში, სადაც 209 ქვეყანაა წარმოდგენილი, ჩვენზე წინაა: ლუქსემბურგი, ფილიპინები, არუბა და ავღანეთი... ევროპული
ქვეყნები, რომელსაც რეიტინგში უკან ვიტოვებთ, მალტაა, სან მარინო და ანდორაა.

საქართველოს ნაკრებს ევრო 2016-ის შესარჩევში მომდევნო შეხვედრა სტუმრად პოლონეთის ნაკრებთან, 13 ივნისს უწევს.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ათეულს, მასში ცვლილებები არ მომხდარა - პირველ-მეორე ადგილებს კი კვლავაც მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია და ფინალისტი არგენტინა იკავებენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯერ ერთი ჩვენც ვიცით ჩვენი მდგომარეობა მეორე ეს რეიტინგი იმაში გჭირდება რომ ქვეჯგუფში უფრო სუსტი მეტოქე შეგხვდეს და მესამე ფიფა დაბალი დონის ორგანიზაციაა უეფასთან შედარებით
Guja
11 მაისი 2015 18:11
0
ქართველბი რომ ფეხბურთის თამაშს „გადავეჩვიეთ“ ეგ არახალია, მაგრამ იმ ფაქტს ქართულად სწორად რომ წერონ ქართველმა ჟურნალისტებმა ამას რაღა უდგას წინ? სტატიის ავტორმა ან ქართული გრამატიკა არ იცის, ან „სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს“ იმას, რომ სტატიის პირველივე სიტყვაში შეცდომა აქვს დაშვებული
გელა
08 მაისი 2015 14:45
0
"ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს"
ლენინ

ამ ... კი იცოდა სად ჩაედო ინვესტიცია! :))))
realoba
08 მაისი 2015 13:35
0
შვეიცარია ესპანეთზე წინაა? აფერუმ ამ რეიტინგს, რაღაც მიშასდოინდელ რეიტინგულ კანტორას მაგონებს
omari
08 მაისი 2015 11:28
0
შეწყდეს ფეხბურთის დაფინანსება ბიუჯეტიდან
გადასახადის გადამხდელი
08 მაისი 2015 11:14
0
ისე კარგად მუშაობს ფედერაცია კიდევ უნდა ავირჩიოტ ხელახლა
beso
08 მაისი 2015 09:01
0
სახელმწიფო რა შუაშია როცა ფეხბურთი ჭაობშია და დილეტანტები და მაყუთისმკეთებელი ხალხია ფეხბურთში შპს ებათ გადააკეთეს გუნდები და ათიათასებს შოულობენ თამაშების გაყიდვით.ამათ ათი მილიონიც რო მიცე თვეში ვერაფერს გააკეთებენ ყველაფერს სახლში წაიღებენ და მორჩა.
qutaiseli
08 მაისი 2015 02:48
0
სამარცხვინოა ეს ყველაფერი..
georgiano
07 მაისი 2015 20:05
0
გული გაგისკდება კაცს
ფეხბურთი მარტო სპორტია არაა ეს სახელმწიფოს პრესტიჟია
არა გვრცხვენია !!!!!!!!!!!!!
ნიკოლოზი
07 მაისი 2015 16:04
0
2011 წლის აპრილიდან 2014 წლის ოქტომბრამდე 3 წლის და 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 ოფიციალური თამაში მოიგო (ბელორუსთან) ამ შედეგებს ახლა ვიმკით.
giorgi
07 მაისი 2015 15:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული