პოლონეთის ნაკრების თავკაცმა საქართველოსთან მატჩისთვის გუნდის 18-კაციანი სია გამოაცხადა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოსთან ევროშესარჩევი (13 ივნისს), ხოლო საბერძნეთთან ამხანაგური (16 ივნისს) მატჩისთვის მოემზადებიან.

პოლონელები ჩვენებს ვარშავაში დაუხვდებიან, ბერძნებს კი - გდანსკში.

ნავალკას რაზმში რამდენიმე დაშავებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა. ეგ არის, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს "ტორინოს" მცველი კამილ გლიკი, რომელიც დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ვეტერანი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი.

მოკლედ, პოლონელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები:
არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), პრჟემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი).
მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა,
იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), მარცინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (ალ იტიჰადი, საუდის არაბეთი);
ნახევარმცველები: გჟეგოჟ კრიხოვიაკი (სევილია, ესპანეთი), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (დორტმუნდი, გერმანია), კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), კშიშტოფ მაცინსკი (გუიჯუ რენე, ჩინეთი);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული