საქართველოს ნაკრები ვარშავაში გაემგზავრა, მათე ვაწაძეს ტრავმა აქვს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩისთვის მზადების პროგრამით ბოლო ვარჯიში ჩაატარა ავსტრიაში და დღეს, 12 ივნისს, დილით, ჩარტერული რეისით ვარშავაში გაემგზავრა.

სამწუხაროდ, ვერ ივარჯიშა მათე ვაწაძემ. მიზეზი - უკრაინასთან შეხვედრაში მიღებული მსუბუქი ტრავმაა. იმედი დავიტოვოთ, რომ ვაწაძე პოლონეთთან მაინც ითამაშებს.

დღეს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს, 20 საათზე კი ვარშავის "ნაროდოვიზე" (სადაც 13 ივნისს მატჩი გაიმართება) ჩვენი გუნდის ვარჯიშია დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე იოლად რომ იღებენ ტრამვებს რისი ბრალია?
მე მგონია ფიზიკური კონდიციების.
giorgi
14:32 12-06-2015
0
აბა მაშინ მიდი და შენ გადი და ითამაშე თუ არ მოგწონს
Vau-s
13:45 12-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული