21:53 13-06-2015
საქართველოს ნაკრები პოლონეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
მიუხედავად პოლონელთა დიდი სათამაშო უპირატესობისა, პირველ ტაიმში გოლი არ გასულა გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაშის წყალობით, რომელმაც რამდენიმე "სეივი" შეასრულა - 0:0.
62-ე წუთზე კჟიშტოპ მაჩინსკის პასით არკადიუშ მილიკმა ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მომენტი 81-ე წუთზე შეექმნა, როცა გიორგი ნავალოვსკის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა.
მატჩის ბოლო წუთებზე, როცა უნდა შეგვეტია, მოხდა აუხსნელი რამ - ნაკრები მორალურად გატყდა და მეტოქისგან სამი გოლი გაუშვა.
89-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი მაინც გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთში კი "ბაიერნის" ფორვარდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მან კიდევ ერთხელ მოასწრო ნაწილებად დაშლილი საქართველოს ნაკრების კარში გოლის გატანა - 4:0. ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი სულ რაღაც 4 წუთში შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პირველმა არხმა ვერ უზრუნველყო შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის უზრუნველყოფა, მეორე ტაიმში სიგნალი 4-ჯერ შეწყდა, ქართველ მაყურებელს არც პოლონელთა პირველი ორი გოლის ნახვის საშუალება მისცემია.
საქართველო (5-3-1-1): ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ლ. დვალი, ნავალოვსკი - კობახიძე (76. ცხადაძე), ანანიძე, ყაზაიშვილი - ოქრიაშვილი (46. დაუშვილი) - ვაწაძე (63. ჭანტურია).
მკითხველის კომენტარები / 28 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რომელ წარმატებაზე ლაპარაკობთ, ფულის და ბლატის გარეშე გუნდში ვერ ხვდება ვერავინ.უნიჭიერესი ფეხბურთელელბი ანებებენ თავს თამაშს უპატრონობის გამო. კიდევ დიდი ხანი არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს, სანამ ნიჩიერის დაფასებას არ დაიწყებენ.
0
0
Cxadadze moashoret nakrebs jerjerobit bachana da mere sheidzleba mamamisic erti vinmem daweret tu icit sul ramdenjer sheexo burts
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული