თემურ ქეცბაია: მუნდიალის შესარჩევში საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მომავალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
ფეხბურთელები გვყავს და ა.შ.

პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.

აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.

გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
მკითხველის კომენტარები / 27 /
თემური მართალია თუ არა ეს ერთი საკითხია, მაგრამ ამავე საიტზე წავიკითხე (სულ რაღაც ერთი ან ორი თვის წინ) ცხადაძის კომენტარი ფედერაციაში გამართულ სხდომის შემდეგ, რომ თურმე ცხადაძემაც იგივე მოითხოვა რასაც წლები ითხოვდა ქეცბაია, ფეხბურთელთა მომზადების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს თურმე ცხადაძეც იგივეს ითხოვს. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კახამაც ნახა ის პრობლემა რაც ხელს უშლის მთელს პროცესს და ის რაზეც ქეცბაია ლაპარაკობს რეალობასთან ახლოს არის. ადამიანი იმას ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლებთო, ანუ თუ არაფერი გავაკეთეთ ასე იქნებაო და თუ შევცდი ნეტა ვცდებოდეო. ახლა კი დავიწყოთ ქეცბაიას ლანძღვა რომ თურმე დაბოღმილია და არაფერი ესმის და "რომ გავიდეთ რას იტყვი თემო". მოდით დავფიქრდეთ, არაფერი გავაკეთოთ და ასე "ვეცადოთ" გასვლას რომ მერე ქეცბაიას ვაგინოთ ხომ შეგვძლებიაო? თუ ვიღონოთ რამე და შანსები გავზარდოთ? არ დაგავიწყდეთ, რომ უელსიც, სერბეთიც, ავსტრიაც, ირლანდიაც და მოლდოვაც ეცდება ამ შანსის გამოყენებას, როგორც ჩვენ და ისინიც ყველაფერს გააკეთებენ მსოფლიოზე მოსახვედრად, პირველ რიგში ეცდებიან უფრო სუსტებთან არ დაკარგონ ქულები და მაქსიმალურად გამოიყენონ შანსები, როგორც ჩვენ ვფიქრობთ მოლდოვას ორივე თამაშს მოვუგებთო, ისე ფიქრობს სხვაც :))))
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
11:10 18-08-2015
0
მართალი კაცი ხარ და ამიტომაც არ გაგაქაჩვინეს საქურთველო-სასომხეთ თათარსტანში ანუ თბილისში. მეექვსე ადგილი გარანტირებულია.
j.....
16:51 17-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული