31 აგვისტოს კახა ცხადაძემ შეგირდები "ბასაზე" ავარჯიშა.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს გამოაკლდა ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე. ის ჩამოსული იყო, ნაკრების ექიმებმა გასინჯეს და დაასკვნეს, რომ უახლოეს ორ მატჩში მისი თამაში გამორიცხულია.
გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მაკარიძე, გიორგი მერებაშვილი და ბუბა დაუშვილი ნაკრებთან ერთად პირველად დღეს, 1-ელ სექტემბერს ივარჯიშებენ.
ამის გამო კახა ცხადაძემ საწვრთნელ პროცესში ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე
კახა ცხადაძე:
"ვარჯიშზე მონდომება და ხალისია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შემადგენლობას, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარებით ახალგაზრდულ ნაკრებს - კაკაბაძე ჩვენთან გადმოვიდა.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი გვყავს და მიმაჩნია, რომ კონკურენცია აუცილებელია. რომელი ფეხბურთელიც უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ის ითამაშებს ამ პოზიციაზე.
პაპუნაშვილი დაემატება ახალგაზრდულ ნაკრებს და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ ჩვენთან ჩამოვა ირლანდიაში".
ოთარ კაკაბაძე:
"ძალიან სერიოზული თამაში გვაქვს შოტლანდიასთან. დღეს პირველად ვივარჯიშე ნაკრებთან ერთად. ძალიან კარგად დამხვდა ყველა - სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ბიჭებით დამთავრებული.
ჯერ შოტლანდიასთან შეხვედრისათვის ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქომაგი გავახაროთ".
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველო-შოტლანდია "დინამო არენაზე" 4 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"