კახა ცხადაძე: ეს აღარ უნდა განმეორდეს...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე შოტლანდიასთან შეხვედრის წინ იმედიანადაა. გუშინ, 3 სექტემბერს, მან პრესკონფერენცია გამართა. ეროვნული გუნდის თავკაცთან ერთად, მედიის ცნობისმოყვარეობა ნაკრებში დაბრუნებულმა ზურაბ ხიზანიშვილმაც დააკმაყოფილა:

კახა ცხადაძე:
- მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! ჩვენ 31 აგვისტოდან დავიწყეთ შოტლანდიასთან თამაშისთვის მზადება. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის ახლაც და ირლანდიასთანაც. ჩვენს მეტოქეს აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალურზე რეალური შანსი. შოტლანდია უზომოდაა მოტივირებული. რა უნდა დავუპირისპიროთ მათ? საქართველოს ნაკრები თამაშობს შინ, ჩვენ გაგვამხნევებს გულშემატკივარი... თან დიდი ხანია, არ მოგვიგია...

- რა არის კონკრეტული
ამოცანა საქართველოს ნაკრებისთვის და რას იტყვით იმაზე, რომ გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკა აკლია?

- დავიწყებ მეორე კითხვით. რა თქმა უნდა, პრობლემაა, როცა მეკარეს სათამაშო პრაქტიკა აკლია. ამასთან ერთად, ვიტყვი, რომ ჩვენ გვყვანან სხვა კვალიფიციური მეკარეებიც, რომელთაც არ აკლიათ პრაქტიკა. უკვე ვიცი, ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების კარს პარასკევის მატჩში...

რაც შეეხება ჩვენს ამოცანას, გვინდა სერიოზული, დაბალანსებული ფეხბურთი ვაჩვენოთ. შოტლანდია მოტივირებულია, მაგრამ ჩვენც უდიდესი მოტივაცია გვაქვს...

- შოტლანდიის ნაკრები აქცენტს ყოველთვის მაღალ ჩაწოდებებზე აკეთებს. ახლა რას ელით მოწინააღმდეგისგან?
- შოტლანდიის ნაკრების ბოლო 4 შესარჩევი მატჩი ვნახე და უნდა გითხრათ, რომ მე იქ, პრაქტიკულად, არ მინახავს მაღალი ჩაწოდება. სტრაჩანის გუნდი თამაშობს მოკლე პასებით. აქცენტი გაკეთებულია ბურთის კონტროლზე. მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ისინი ცვლიან სქემას, მაგრამ არ ცვლიან სტილს.

- რა იქნება საქართველოს ნაკრების თამაშის მთავარი განმსაზღვრელი? რამდენად ხართ კმაყოფილი ფეხბურთელების ფუნქციონალური მომზადებით? ფაქტია, ბოლო მატჩებში ენდშპილი არ გამოგვდის...
- რაც მწვრთნელად მოვედი, საქართველოს ნაკრები აქცენტს აკეთებს ბურთის კონტროლზე. როცა ბურთს აკონტროლებ, ნაკლებს დარბიხარ. პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. მაინც მენტალიტის ამბავი მგონია - ეს ევროპელს არ მოუვა. პოლონეთში ჩვენ დავიღალეთ. მეტოქემ თამაშის წინ დაისვენა, ჩვენ კი მომქანცველი მატჩი გვქონდა უკრაინის ნაკრებთან...

დავუბრუნდები გუნდის ფუნქციონალური მომზადების თემას. თუ მხოლოდ ვირბენთ, არაფერი გამოვა. ფეხბურთი მხოლოდ სირბილი არ არის.

- რას იტყვით ოთარ კაკაბაძის შესახებ და როგორ შეაფასებდით ფეხბურთელების მდგომარეობას?
- კაკაბაძის პროგრესით კმაყოფილები ვართ. ასევე, მინდა აღვნიშნო საქართველოს ნაკრებში გამოძახებული სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ახალგაზრდული ნაკრების ინტერესებს. სამწუხაროდ, ვერ დავახმარეთ ოთარ კაკაბაძე, რადგან მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი გვყავს - უჩა ლობჟანიძე. მთლიანობაში გუნდი კარგადაა მომზადებული.

ნაკრებს დავამატეთ გიორგი გველესიანი. ის განსაკუთრებული მონაცემების ფეხბურთელია. გერმანიაში რომ იყოს, გველესიანს რამდენიმე წელიწადში ნაკრებისთვის შეუცვლელ მცველად აქცევდნენ...

- ვინ იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი შოტლანდიასთან შეხვედრაში?
- ჩვენ გვყავს კაპიტანი: ჯაბა კანკავა.

ზურაბ ხიზანიშვილი:
- უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდი. ეროვნული გუნდის ინტერესები ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას...

რაც შეეხება შოტლანდიასთან მატჩს, ეს განსაკუთრებული თამაშია ჩემთვის. მე "რეინჯერსსა" და "დანდიში" დიდებული დრო გავატარე და შოტლანდია ჩემთვის მეორე სახლია... შედეგი არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს, მაგრამ ხვალინდელ თამაშს ეს დაღს არ დაასვამს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გიო-ს კალაძისაგან სხვა თუ არაფერი გახსოვს,საღოლ:)):))კალაძის ნაირი ფეხბურთელი ნაკრებში 3-4 მ ა ი ნ ც რომ გვყავდეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა!
თაზო
05 სექტემბერი 2015 16:13
0
ამ გუჯა კახაძე წაიღო ტვინი სირბილის სწავლით ყველა სპორტულ სტატიში მაგას წერს დაჟე მგონი მალე ჭადრაკში თუ რამე არ გამოვიდა მანდაც ჩაწერს ვერ ვირბინეთო.
me
04 სექტემბერი 2015 17:42
0
-"ტრუდავიე რეზერვი " ბეგუტ?
- ვსე ბეგუტ !.. :D
Lado
04 სექტემბერი 2015 16:12
0
რამდენ ლარად ამზადებ გუჯა ხალხს :დდ სირბილი უნდა ასწავლო ხო? :დდ კიბოს წამალს რომ გამოიგონებ დარეკე ))))))))))))
გუჯას ფულის გაკეთება უნდა
04 სექტემბერი 2015 14:41
0
გუჯა კახაძეს - მთელი ისტორია თამაშებს ვიგებდით ბურთის კონტროლით და ტექნიკით, ასე რომ უაზრო სირბილი ვერ გვიშველის ჩვენ.
ყოფილი ფეხბურთელი
04 სექტემბერი 2015 14:06
0
მთავარია იბრძოლო, ბოლომდე დაიხარჯო რასაც ხალხი აუცილებლად დააფასებს... ასე რომ წინ ბიჭებო.
წინ საქართველო
ioseb
04 სექტემბერი 2015 13:31
0
კახა ცხადაძე: "როცა ბურთს აკონტროლებ, ნაკლებს დარბიხარ".

სირბილი რომ ისწავლონ არა? იქნებ 1 შემთხვევა მაინც გაიხსენოთ ვინმემ, როდესაც ნაკლები სირბილით თამაშს იგებენ?
გუჯა კახაძე
04 სექტემბერი 2015 12:31
0
roini გაბედავა ვათამაშოთ როინ გაბედავა???! :დ დინამოშიც და დილაშიც არანაკლებნი არიან ეგრე თუა საქმე ევროპის ლიგაზე გავიდა ცხინვალი და კაჭარავა ვათამაშოთ ეროვნულში ბოლოს და ბოლოს გოლი გაიტანა გასვლაზე :დ )))) ყველას თავისი კუთხის გუნდი უყვარს) მთავარია ნაკრებმა მოიგოს და თუ უნდათ დვალიშვილი ათამაშონ :დ
svani_7
04 სექტემბერი 2015 12:09
0
ხიზანა არ ათამაშოთ მოაცილე ეგ ნაკრებს :D:D:D:D:D
ika
04 სექტემბერი 2015 11:14
0
Ve vxtebi nutu gundi romelic vercxlis medals igebs erti fexburtelic ar moizebna rom nakrebsi itamasos mixvtit batumis dinamoze vsaubrob magra koveltvis ese iko da ese ikneba
Roini
04 სექტემბერი 2015 10:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული