ირლანდია-საქართველო 1:0 - მე­ტი სი­თა­მა­მე და შე­მოქ­მე­დე­ბა გვჭირ­დე­ბა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დუბ­ლინ­ში ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით ჩა­ვი­და. შოტ­ლან­დი­ას­თან მო­გე­ბით კა­ხა ცხა­და­ძის (გუ­შინ 47 წე­ლი შე­უს­რულ­და) შე­გირ­დებ­მა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ი­კე­თეს.

თუ ჩვე­ნე­ბის­თ­ვის ამ შეხ­ვედ­რას არ ჰქონ­და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის­თ­ვის ეს სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის თა­მა­ში იყო.

შოტ­ლან­დი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თი ცვლი­ლე­ბა მოხ­და: ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ჯა­ნო ანა­ნი­ძე მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში გუ­რამ კა­ში­ამ შეც­ვა­ლა. ძი­რი­თად­ში ანა­ნი­ძის ნაც­ვ­ლად მყო­ფი ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი კი ცენ­ტ­რა­ლურ მცვე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა.

ორი­ვე გუნ­დის დამ­რი­გე­ბელ­მა ის გან­ლა­გე­ბა აირ­ჩია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. სა­ქარ­თ­ვე­ლომ იმ­თა­ვით­ვე ბურ­თის კონ­ტ­როლ­ზე გა­ა­კე­თა
აქ­ცენ­ტი, რა­საც მას­პინ­ძ­ლე­ბი არ ელოდ­ნენ.

თა­ვი­დან­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ტო­ლი არა­ფერ­ში და­უ­დო სა­ში­ნაო ას­პა­რეზ­ზე მუ­დამ კარ­გად მო­თა­მა­შე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს და იყო ეპი­ზო­დე­ბი, რო­ცა ირ­ლან­დი­ას ბურ­თიც კი და­უ­მა­ლა.

მე­ტო­ქემ კი მო­მენ­ტი მატ­ჩის და­საწყის­ში­ვე შეგ­ვიქ­მ­ნა. ჰუ­ლა­ჰან­მა უოლ­ტერსს უპა­სა, ამან კი ქარ­თ­ველ­თა კარ­ში გო­ლე­ბის გა­ტა­ნას დაჩ­ვე­უ­ლი რო­ბი კი­ნი მო­ნა­ხა. აშ­კა­რად გა­დავ­რ­ჩით. გა­დავ­რ­ჩით და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის კა­რის­კე­ნაც გა­ვი­ხე­დეთ. ოქ­რი­აშ­ვი­ლი-ნა­ვა­ლოვ­ს­კი-მჭედ­ლი­ძის ტრი­ომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­ბი­ნა­ცია გა­ა­თა­მა­შა. შე­ტე­ვას ემ­პო­ლე­ლი ფორ­ვარ­დი აგ­ვირ­გ­ვი­ნებ­და, თუმ­ცა... გა­ტა­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

ამის შემ­დე­გი ეპი­ზო­დი ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი­სა იყო. ვი­ტე­სე­ლი დი­დე­ბუ­ლად გაძ­ვ­რა ოთხ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს შო­რის და მჭედ­ლი­ძეს მი­ა­წო­და ბურ­თი, ვი­საც მცვე­ლებ­მა ხე­ი­რი­ა­ნად არ და­არტყ­მე­ვი­ნეს.

სა­ერ­თოდ, ყა­ზა­იშ­ვი­ლი მატ­ჩის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში აშ­კა­რად სა­უ­კე­თე­სო იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჯა­ბა კან­კა­ვას­თან ერ­თად. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მარ­თ­ლაც ჩი­ნე­ბულ ფორ­მა­შია, კა­რი­ე­რის პიკ­შია და სუ­ლო ცოდ­ვი­ლო, მგო­ნი, ფრან­გულ "რე­იმ­ს­ზე" უკე­თეს კლუბ­საც იმ­სა­ხუ­რებს...

24-ე წუ­თი, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ერთ-ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ეპი­ზო­დი: თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი ვარ­დ­ნა­ში, "მაკ­რა­ტე­ლა­თი" ცდი­ლობს გა­ტა­ნას, მაგ­რამ ბურ­თი ფეხ­ზე კარ­გად ვერ "აჯ­დე­ბა".

თორ­მეტ წუთ­ში კი ირ­ლან­დია ტა­ი­მის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენტს ქმნის. "სამ­ყუ­რა­თა" გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვი­სას სი­მუს კო­ულ­მე­ნი უძ­ლი­ე­რე­სად ურ­ტყამს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა და ბურთს იგე­რი­ებს.

ტა­ი­მის ბო­ლომ­დე ირ­ლან­დია შტურ­მის მოწყო­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა ჩვე­ნი მცვე­ლე­ბი ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად მოქ­მე­დე­ბენ. ყვე­ლა სა­ი­მე­დოა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბა კვირ­კ­ვე­ლი­ას გარ­ჯა უნ­და გა­მო­ვარ­ჩი­ოთ. ისე ჩანს, რომ ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის დაც­ვის ახალ ლი­დე­რად ყა­ლიბ­დე­ბა...

ირ­ლან­დი­ელ­თა თავ­კაც­მა მარ­ტინ ონილ­მა მე­ო­რე ტა­ი­მი ცვლი­ლე­ბით და­იწყო - რობი კი­ნის ნაც­ვ­ლად მინ­დორ­ზე კი­დევ ერ­თი ფორ­ვარ­დი, შე­ინ ლონ­გი გა­მოჩ­ნ­და. შე­ტე­ვა­ში ისევ თა­მა­მე­ბი ვართ - აქეთ ოქ­რი­აშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რობს, იქით ლე­ვან მჭედ­ლი­ძე ურ­ტყამს შეი გი­ვე­ნის კარ­ში...

და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­რე ტა­ი­მის მე­ხუ­თე წუ­თი­დან ირ­ლან­დი­ამ პრე­სინ­გი აამუ­შა­ვა. უნ­და ით­ქ­ვას, რომ ცხა­და­ძის გუნ­დის არ­სე­ნალ­ში ამ კომ­პო­ნენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო იარა­ღი არ აღ­მოჩ­ნ­და.

მარ­თა­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ირ­ლან­დია კლა­სით დი­დი ვე­რა­ფე­რია, მაგ­რამ ის კი შე­უძ­ლია, რომ მე­ტო­ქე არ ამო­ა­სუნ­თ­ქოს, რო­გორც გუ­შინ გა­ა­კე­თა და აკი შე­დე­გიც მი­ი­ღო...

ტა­ი­მის და­საწყის­ში სი­მუს კო­ულ­მენ­მა, რომელიც სა­უ­კე­თე­სო იყო ირ­ლან­დი­ელ­თა რი­გებ­ში, ორ­ჯერ და­არ­ტყა რე­ვიშ­ვი­ლის კარ­ში. ერ­თხელ ბურ­თი ას­ც­და მი­ზანს, ერ­თხე­ლაც ჩვენ­მა მე­კა­რემ ივარ­გა.

რო­ბი ბრე­ი­დის ჩა­წო­დე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა გან­მუხ­ტა. ჯეფ ჰენ­დ­რი­კის შე­ტე­ვას კი ურ­თუ­ლე­სი დარ­ტყ­მა მოჰ­ყ­ვა და რე­ვიშ­ვილ­მა გა­ჭირ­ვე­ბით და­ა­ფიქ­სი­რა ბურ­თი ხე­ლებ­ში...

ირ­ლან­დი­ამ მაგ­რად შე­მოგ­ვი­ტია და ამის ოდ­ნავ მა­ინც შე­ნე­ლე­ბა იყო სა­ჭი­რო. აქ ცხა­და­ძემ თა­მამ სვლას მი­მარ­თა - თა­მაშ­ში გი­ორ­გი პა­პუ­ნაშ­ვი­ლი ჩარ­თო. თუმ­ცა ახალ­გაზ­რ­და შემ­ტევ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­ამ­წ­ვა­ვა ქარ­თ­ველ­თა მოქ­მე­დე­ბა. მო­დით, ეს გა­მო­უც­დე­ლო­ბას და­ვაბ­რა­ლოთ, თო­რემ პა­პუ­ნაშ­ვი­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი ყვე­ლამ იცის...

...და ოთხ წუთ­ში გო­ლიც მი­ვი­ღეთ. მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გ­ზე გა­ი­ნა­ვარ­და ჰენ­დ­რიკ­მა, რომელმაც ოთხ ქარ­თ­ველს აუარა გვერ­დი და კა­რი­დან ორი­ოდ მეტ­რ­ში სა­გო­ლე პა­სი ლან­გ­რით მი­არ­თ­ვა უოლ­ტერსს, ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი მცველ­თან ბრძო­ლა­ში ბურთს ფე­ხი მიჰ­კ­რა და კარ­ში შე­ა­გო­რა.

დარ­ჩე­ნილ დრო­ში ცხა­და­ძემ შეც­ვ­ლე­ბით სცა­და ქუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა. შედ­გა მა­თე ცინ­ცა­ძის დე­ბი­უ­ტი. თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი მი­ე­ცა ლე­ვან ყე­ნი­ა­საც. მაგ­რამ ამ დროს ტრავ­მა მი­ი­ღო მჭედ­ლი­ძემ და რა­კი ცხა­და­ძეს სა­მი­ვე ცვლი­ლე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და, მო­ე­დან­ზე ათ­ნი დავ­რ­ჩით. ვე­ღარც თა­მა­ში გა­ვამ­წ­ვა­ვეთ და ირ­ლან­დი­ას­თან ამ­ჯე­რა­დაც წა­ვა­გეთ (ამ ნაკ­რებ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი 7 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი­დან შვი­დი­ვე­ში და­მარ­ცხ­და).

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დუბ­ლინ­ში ცუ­დად არ გვი­თა­მა­შია, თუმ­ცა მარ­ტინ ონი­ლის კრე­ბულ­მა ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მას ჩვენ­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და ეს 3 ქუ­ლა. და მა­ინც, თავ­და­დე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ვერ­ცერთ ფეხ­ბურ­თელს ვერ და­ვუ­კარ­გავთ და ვერც იმას უარ­ვ­ყოფთ, რომ ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობთ და ძვე­ლე­ბუ­რად აღარ ვწვა­ლობთ.

ცო­ტა მე­ტი სი­თა­მა­მე, მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­ტი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა და შე­დე­გი მო­ვა. ჯერ­ჯე­რო­ბით კი ირ­ლან­დია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თე­სია.

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VIII ტური
07.09.15. დუბ­ლი­ნი. "ავი­ვა სთე­დი­უ­მი". 20 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი
ირლანდია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 უოლ­ტერ­სი (69)
ირ­ლან­დია (4-3-1-2): გი­ვე­ნი - კო­ულ­მე­ნი, ოში, კლარ­კი, ბრე­ი­დი - ჰენ­დ­რი­კი, ვე­ლა­ნი, მა­კარ­ტი - ჰუ­ლა­ჰა­ნი (75. მაკ­ლი­ნი) - უოლ­ტერ­სი, კი­ნი (46.ლონ­გი).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ფორ­დი, რენ­დოლ­ფი, კრის­ტი, დო­ი­ლი, კეო, მაკ­გი­დი, მე­ი­ლე­რი, ქუ­ი­ნი, ვარ­დი, უილ­სო­ნი
მწვრთნე­ლი: მარ­ტინ ონი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლო (5-4-1): რე­ვიშ­ვი­ლი - ლობ­ჟა­ნი­ძე, კვირ­კ­ვე­ლია, ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი (81. ყე­ნია), ნა­ვა­ლოვ­ს­კი - კა­შია (77. ცინ­ცა­ძე), კან­კა­ვა, ოქ­რი­აშ­ვი­ლი, ყა­ზა­იშ­ვი­ლი (65. პა­პუ­ნაშ­ვი­ლი) - მჭედ­ლი­ძე.
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ლო­რია, მა­კა­რი­ძე, და­უშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, მე­რე­ბაშ­ვი­ლი, ფოფხა­ძე, ცხა­და­ძე, ვა­წა­ძე
მწვრთნე­ლი: კა­ხა ცხა­და­ძე
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: ვე­ლა­ნი (74), მაკ­ლი­ნი (76)
არ­ბიტ­რი: იშ­ტ­ვან ვა­დი (უნ­გ­რე­თი).

შოტ­ლან­დია-გერ­მა­ნია 2:3
გოლი: 0:1 მი­უ­ლე­რი (18), 1:1 ჰუ­მელ­სი (28-საკ. კარ­ში), 1:2 მი­უ­ლე­რი (34), 2:2 მა­კარ­ტუ­რი (43), 2:3 გუნ­დო­გა­ნი (54)
შოტ­ლან­დია: მარ­შა­ლი, ჰა­ტო­ნი, მარ­ტი­ნი, ჰენ­ლი, მულ­გ­რიუ, ბრა­უ­ნი (82. კ. მარ­ტი­ნი), მა­კარ­ტუ­რი, ფო­რეს­ტი (81. რი­ჩი), მე­ლო­უ­ნი (60. ანია), მო­რი­სო­ნი, ს. ფლეტ­ჩე­რი.
მწვრთნე­ლი: გორ­დონ სტრა­ჩა­ნი
გერ­მა­ნია: ნო­ი­ე­რი, ჩა­ნი, ბო­ა­ტენ­გი, ჰუ­მელ­სი, ჰექ­ტო­რი, კრო­ო­სი, შვა­ინ­შ­ტა­ი­გე­რი, მი­უ­ლე­რი, გი­უნ­დო­გა­ნი, იოზი­ლი (90. კრა­მე­რი), გი­ოტ­ცე (86. შურ­ლე).
მწვრთნე­ლი: იოაჰიმ ლი­ო­ვი
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: მო­რი­სო­ნი, მე­ლო­უ­ნი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პო­ლო­ნე­თი-გიბ­რალ­ტა­რი 8:1
გოლები: 1:0 გრო­სიც­კი (8), 2:0 გრო­სიც­კი (15), 3:0 ლე­ვან­დოვ­ს­კი (19), 4:0 ლე­ვან­დოვ­ს­კი (29), 5:0 მილ­ლი­კი (56), 6:0 ბლა­ში­კოვ­ს­კი (59-პენ), 7:0 მი­ლი­კი (72), 8:0 კა­პუს­ტ­კა (74), 8:1 გოს­ლინ­გი (87)
პო­ლო­ნე­თი: ფა­ბი­ან­ს­კი, ოლ­კოვ­ს­კი (87. მი­ლა), შუ­კა­ლა, გლი­კი, რი­ბუ­სი, ბლაშ­ჩი­კოვ­ს­კი (62. კა­პუს­ტ­კა), კრი­ხო­ვი­ა­კი, მა­ჩინ­ს­კი, გრო­სიც­კი, მი­ლი­კი, ლე­ვან­დოვ­ს­კი (66. ზე­ლინ­ს­კი) .
მწვრთნე­ლი: ადამ ნა­ვალ­კა
გიბ­რალ­ტა­რი: პე­რე­სი, რ. ჩი­პო­ლი­ნა, ჯ. ჩი­პო­ლი­ნა, ბარ­ნე­ტი, გოს­ლინ­გი, უოლ­კე­რი, ლ. კა­ში­ა­რო (79. ლო­პე­სი), ბარ­დო­ნი, გარ­სია, კომ­ბ­სი (46. რ. კა­ში­ა­რო), დუ­არ­ტე (68. ბო­სიო).
მწვრთნე­ლი: ჯეფ ვუ­დი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარ­ჩე­ნი­ლი მატ­ჩე­ბი
8 ოქ­ტომ­ბე­რი
სა­ქარ­თ­ვე­ლო-გიბ­რალ­ტა­რი
ირ­ლან­დია-გერ­მა­ნია
შოტ­ლან­დია-პო­ლო­ნე­თი

11 ოქ­ტომ­ბე­რი
გერ­მა­ნია-სა­ქარ­თ­ვე­ლო
პო­ლო­ნე­თი-ირ­ლან­დია
გიბ­რალ­ტა­რი-შოტ­ლან­დია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ცხადაძემ რამდენადაც კარგად ჩაატარა წინა თამაში იმდენად სუსტად ჩაატარა გუშინდელი თამაში,,მთელ საქართველოზე კარგად იცოდა რო პაპუნაშვილი არ უნდა გამოეყვანა,, მარა აცვენეს გერმანელებს რო აი ნახეთ ჩვენ ნაკრებში ვათამაშებთ,,მიხვდიით? ვაწაძე უნდა გამოეყვა და მჭედლიეს ოდნავ უკან უნდა დაეწია,მარა მაინც იჯიგრა ცხადაძენ ტრადიციას ხო ვერ დავარღვევთ?
ukomentarod
08 სექტემბერი 2015 10:49
0
ნავალოვსკი რო დილაში ვარჯიშობს რაა ვერაა ფორმაშიი?ტიპი არ დაღლილა მთელი თამაში?იმის თქმა მინდა რო გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მაღალი დონის ჩემპიონატი,,ტუ ფეხბურთელი ვარგა და თავისი საქმე უყვარს ის ყოველთვის შეძლებს კარგად გამოსვლას,საერთოდ ვინმემ იცის ისლანდიის ფეხბურთელები სად თამაშობეენ?
.....................?
08 სექტემბერი 2015 10:42
0
რატოარ წაიყვანა ფალავანდიშვილი,,რაო ვინ წაიყვანა დინამოდან ჯობნიან რამიით?მარა არასდროს არ დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში ესეთი პონტები,,სანამ ნორმალური ხალხი არ მოვა და სანამ აგარ იქნებიან ავტორიტეტები,რათქმა უნდა ფალავანდიშვილს არავინ ყავს რო ვინმემ სიტყვა შეაწიოს და აბა ისე რა პონტში დაუძახებდა...ცნობისთვის ფალავანდიშვილი ჩემთვის ერთი ჯიგრიანი და ბოლომდე რო იხარჯება ყველა თამაშზე ის ფეხბურთელია..
gori
08 სექტემბერი 2015 10:37
0
გუშინდელ წაგებულ თამაშს თბილისში წაგებული ბევრად ჯობდა,,"MAKGIDIA" თუ რაგაც ეგ რო ყოლოდათ გუშინ სამ გოლს ხურდა ფულივით ჩაგვიჩხრიალებდნენ ჯიბეში.
qomagi
08 სექტემბერი 2015 10:32
0
მესამე ლიგაში რო არ ათამაშებენ ტიპს სკამს რო ხეხავს,,მაგას პოტენციალს ეძახიით?
qartveli
08 სექტემბერი 2015 10:29
0
ნუ გადამრიეთ რაა ,, რა პოტენციალიაქვს პაპუნაშვილს ხალხო იქნება მე ვერ ვხედავ?
qartveli
08 სექტემბერი 2015 10:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული