ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა - თორნიკე ოქრიაშვილი გაოცებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებამდე მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ოქრიაშვილი თავიდან კომენტარზე უარს ამბობდა და უკმაყოფილო იყო გულშემატკივართა იმ ნაწილის რეაქციით, რომელთაც ეგონათ, რომ ბელგიური "გენკის" ქართველმა შემტევმა ამ თამაშებს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ოქრიაშვილი მცირე კომენტარზე მაინც დაგვთანხმდა:

"არ მსურ
და ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია. გეტყვით, რაც მოხდა.

მეორე შვილი შეგვეძინა. მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ დავტოვე. ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა. მეტი რა უნდა ვთქვა?! ოჯახური პრობლემა ცოტა სხვა რამ არის.

ძალიან არ მესიამოვნა, ეს რომ დაწერეს. ნაკრებში თამაში ჩემზე მეტად არავის უხარია და ჩამოსვლა არასოდეს დამზარებია. ყველას ვთხოვ, სანამ რამეს დაწერენ, კარგად დაფიქრდნენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
როცა კარგი ფეხბურთელი ხარ, შენგან კარგ ქართველობასაც ითხოვენ, ეს სულ უნდა გახსოვდეს.....
მსქროლავი ტროლი
11:42 28-11-2015
0
გია - "შვილის ყოლა თუ ოჯახური პრობლემაა პირველად გავიგე". როგორ გეტყობა არ გაგეგება, რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ჩავიდა ეს ახალგაზრდა ნაკრების შეკრებაზე. კაცმა გარკვევით თქვა, რომ მშობიარობის შემდგომო პროცესი გაურთულდა მეუღლეს და ეს იყო მისი ჩაუსვლელობის მიზეზი, რაც აბსოლიტურად მისაღებია. რა შუაშია აქ ბავშვის დაბადებაზე აპელირება და ა. ს. კარგიტ რა!!. თორნიკეს ბავშვის შეზენას ულოცავ, მის მეუღლეს მყარ ჯანმრთელობას და უშუალოდ მას დიდ მიღწევას ფეხბურთში, რაც არც ისე შორსაა. ის ზალზე ნიჭიერი და ტალანტით სავსე ფეხბურთელია.
gega
12:30 25-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული