გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ თამაში შეაფასა.

16 ნოემბერს, ტირანაში ჩატარებულ მატჩში ჭანტურიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებულნი შევხვედროდით.

ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

მსაჯობაც არ იყო
იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ფრეს არ იმსახურებდით მაგრამ თავის შენახვა ვერ ისწავლეთ
bacha
17 ნოემბერი 2015 12:59
0
არა,არაფერი წინსვლა ჯერ
otari
17 ნოემბერი 2015 12:48
0
აბსოლიტურად მართალია გიორგი, როცა ამბობს, ფრეს არ ვიმსახურებდითო. მეც ვეთანხმები. ცოტა ადრე, მაგ. 85-წუთზე რომ გაეტანა პირველი საპასუხო გოლი ალბანეთს, ვფიქრობ მოიგებდა ამ თამაშს. ასე, რომ გიორგი მართალია. ასეთი თამაშით არ ვიმმსახურებდით ფრეს, მიუხედავად იმისა, რომ 2:0 დავწინაურდით. თუმცა შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ.
ase mgonia me
17 ნოემბერი 2015 12:29
0
ჭანტურიას გოლი ძალიან მომეწონა! თქვენ?
გუჯა კახაძე
17 ნოემბერი 2015 12:20
0
ჟილკა გაკლიათ,მომენტებში თამაშობთ,მომენტეBში ხასიათზე არა ხართ,ძალა ბოლომდე არ გყოფნით..აი კანკავას რომ აქვს თავმოყვარეობა,იმიტომ ყოველთვის ბოლომდე იხარჯება..
ეეეჰჰჰ...
17 ნოემბერი 2015 11:30
0
რა ფრეს არ იმსახურებდით, უყურეთ ბოლო ნახევარი საათის ვიდეო ჩანაწერს. ცხვრებივით დადიოდით ყველა ჯაბა კანკავას და ნავალოვსკის გარდა. ძალიან კარგადაც იმსახურებდით. უკეთ რომ ითამაშებთ მერე ილაპარაკეთ. თამაში საფინალო სასტვენამდეა ეგ უნდა გაიგოთ ერთხელ და სამუდამოთ!
დათო
17 ნოემბერი 2015 11:25
0
ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, ისე გვიგორავეს ბურთი, მეტი დაიმსახურეს ალბანელებმა.
Lasha
17 ნოემბერი 2015 11:06
0
რა მსაჯობა ბიჭო სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს ალბანეთს.
111
17 ნოემბერი 2015 10:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული