გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ თამაში შეაფასა.

16 ნოემბერს, ტირანაში ჩატარებულ მატჩში ჭანტურიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებულნი შევხვედროდით.

ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

მსაჯობაც არ იყო
იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხუმრობენ ეს და ცხადაძე. მსაჯობაზე ხმას როგორ იღებთ 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს ალბანელებს პირველ ტაიმში. აშკარად დაჩაგრა ალბანელები მსაჯმა. სხვათაშორის ვიკიპედიაზე, ალბანეთის ნაკრების საიტზე, 3:2 მოგება ჩაიწერეს ჩვენთან. დღეს ვნახე, არ ვიცი გაასწორეს თუ არა
ხუმრობენ
02:58 18-11-2015
0
ბოლო 10 წუთს საშინლათ თამაშობენ და სწორეთ მაშინ უშვებენ გოლებს.
oTari
21:57 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული