სადაა "ლელო", რატომ იგვიანებს? კახა ცხადაძის პრესკონფერენციის მაგიერ

AutoSharing Option
გუშინ, 30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენცია გაიმართა.

რა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი გუნდის ამბები ძალიან საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის, მაგრამ... დღევანდელ ნომერში პრესკონფერენციის შესახებ მასალას ვერ შემოგთავაზებთ და ამას თავისი მიზეზი აქვს.

საქმე ისაა, რომ "ლელო" არ იყო ინფორმირებული ამ პრესკონფერენციის თაობაზე. საერთოდ, ჩვენ ასე ვიცით - პრესსამსახური ყოველთვის ვალდებულია, აცნობოს რედაქციას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების (ამ შემთხვევაში - პრესკონფერენციის) გამართვის
დროისა და ადგილის შესახებ, ან ანონსი განთავსდეს შესაბამის ადგილას, ჩვენს შემთხვევაში - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე...

როგორც გაირკვა, ცხადაძის პრესკონფერენციის შესახებ ანონსი განთავსდა "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში. დაგვეთანხმებით, ესა თუ ის ჟურნალისტი სულაც არ არის ვალდებული, "ფეისბუქის" ჯგუფში ეძებოს ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციის შესახებ.

არადა, გუშინ "ლელოს" ჟურნალისტს პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაურეკეს და რადგან ეს ჟურნალისტი არ აღმოჩნდა იმდენად ყოვლისშემძლე, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი რამდენიმე წუთში დაეფარა, შესთავაზეს, ცხადაძის პრესკონფერენციას... ვიდეოთი(?!) გასცნობოდა. აი, ასე.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი სპორტული გაზეთი თუ ვებგვერდი არ არის. ამას გულისტკივილით ვწერთ და აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების ვერბალური გაფრთხილება ამა თუ იმ ღონისძიების გამართვის დროსა და ადგილის თაობაზე.

ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად უწყის, რომ ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანა მასმედიასთან მჭიდრო კავშირითაც უნდა მოხდეს და არა - მისი იგნორირებით.

აქ აღარ შევჩერდებით ძველ ლაფსუსებზე. იმედს დავიტოვებთ, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება და ის სამსახური თუ ცალკეული პირები, რომელთაც მედიასთან კომუნიკაცია ევალებათ, მეტი ყურადღებითა და პატივისცემით მოეკიდებიან კოლეგებს.

რედაქციისაგან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
არა, მანქანას გამოგიგზავნოდნენ პრესკომფერენციაზე მისაყვანად. თქვენს საქმეს თავი ვერ მოაბით და სხვას აბრალით?
სხვა ჯურნალისტები როგორ მივიდნენ?
ჟურნალისტს ინფორმაცია მარციდან უნდა ჩამოჰქონდეს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე განცხადებას რომ ვერ მიაგნებს, ის რა ჟურნალისტია?! აბა,იმ ფეისბუკზე პირადი ცხოვრებიდან რაიმე სკანდალური ყოფილიყო, თუ ვინმე მიგასწრებდათ?
ტოჟე მნე
02 დეკემბერი 2015 06:14
0
კი მაგრამ ხომ გქონდათ გუშინ ცხადაძის პრესკონფერენცია, ანუ გაზეთში არ დაიბეჭდა თყ რა ხდება? გაზეთი არ მიყიდია და ანუ არ იყო გაზეთში? საიტზე წავიკითხე გუშინ და რავი...
sandro777
01 დეკემბერი 2015 22:11
0
ღადაობთ? გეთანხმებით რომ უნდა განათავსოს ფედერაციამ ინფორმაციამ, მაგრამ რომელმა გენიოსმა დაწერა რომ ჟურნალისტი არ უნდა ამოწმებდეს ფეისბუქზე ვინ რას პოსტავსო. ჟურნალისტის საქმე ისაა მასალა ეძებოს, და ფეისბუქზე კი არა თუ საჭირო გახდა ადნაკლასნიკებშიც უნდა ამოწმო. ჟურნალისტები იმას ჩალიჩობენ დამალული ინფორმაცია საიდანმე გამოწველონ და თქვენ იმას ამბობთ სახალხოდ ფეისბუქზე დაპოსტილ ინფორმაციას ვერ მოკარით თვალი? რამდენი თანამშრომელი გყავთ ერთმა როგორ ვერ წაიკითხა ეგ პოსტი. ფედერაციას არ ვამართლებ უბრალოდ თავის გამართლებასაც ცოდნა უნდა და თავს ნუ იმართლებ იმით რაც უარესია! ზოგადად მე ეს ინტერნეტ-გაზეთი მომწონს და მხოლოდ ამას ვეცნობი. სწრაფი და კონკრეტულია. უბრალოდ ეგეთი შეცდომა არ უნდა დაგეწერათ! :)))
ჟურნალისტი
01 დეკემბერი 2015 21:30
0
ფედერაციის პრესსამსახური ვალდებულია საიტზე განათავსოს ანონსი. ეს აქსიომაა/
gulSematkivaro
01 დეკემბერი 2015 17:32
0
აბა ვინმე ფეხბურთელს, მწვრთნელს, ფედერაციის წარმომადგენელს ან კიდევ ვინმეს დაეპოსტა ფეისბუქზე რამე, ეგრევე გამოაქვეყნებდით, მაგრამ გამოგრჩათ ეს პრესკონფერენცია და ეგ არის. ყველა მივიდა თქვენს გარდა და ყველა მივიდა თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ იმ ე.წ. "ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფზე" განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. როგორც ვხედავთ დაგირეკეს რატომ არ მოდიხართ, სად ხართო, თქვენ კი "უი ქალაქის მეორე ბოლოში ვართო", ჰოდა იყავით ყურადღებით ან იყავით"ქალაქის მეორე ბოლოში". ისე იმ ჯგუფში გაწევრიანებული ხართ და ხანდახან უნდა შეიხედოთ და თუ ვალდებული არ ხართ "ფეისბუქის ერთ ერთი ჯგუფის" გვერდზე შესვლაზე, მაშინ არც პრესკონფერენციაზე დასწრების ვალდებულება გაკისრიათ. ან დატოვეთ ის ჯგუფი და ფედერაციას მიმართეთ თხოვნით თქვენთან კომუნიკაციისთვის სხვა საშუალება გამოიყენოს, მაგალითად ფაქსი, "დისკიანი" ტელეფონი, პეიჯერი, ან მსგავსი რამ, რადგან თუ ფეისბუქი არ გინდათ აქაოდა მე ფეისბუქზე არ შევდივარ, ინტერნეტთან წვდომა არ მაქვსო, ეშმაკისაა ფეისბუქიც და ინტერნეტიცო, არც ვარ ვალდებულიო და ა.შ, მაშინ ელექტრონული ფოსტით შეტყობინებას უნდა დათანხმდეთ. მოგეხსენებათ რომ ელ.ფოსტაც ინტერნეტს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ინტერნეტზე წვდომის პრობლემას მიზეზად ვერ დაასახელებთ, რადგან თანამედროვე/ციფრულ სამყაროში ელექტრონული ფოსტის არ ქონა ან ამ სახის შეტყობინების არ აღიარება უბრალოდ უხერხულია, ჰოდა თუ კომუნიკაციის ეს საშუალება გაწყობთ მაშინ ფეისბუქის იმ "ერთ-ერთი ჯგუფის" გვერდზე დატოვებული შეტყობინებაც ფოსტაზე მოგდით ავტომატურად და რა არის თქვენთვის მიუღებელი? :))))))))))))))))))))))))
გულშემატკივარი
01 დეკემბერი 2015 17:13
0
რა იყო ათასობით სპორტული გამოცემაა ჰო საქართველოში რო ვერ დაურეკა ყველას :D :D :D
giga
01 დეკემბერი 2015 15:31
0
მიდით ლანზგეთ კიდე ქეცბა ღირსები ხართ :))) ჯიგარი ხარ კახა ესე გააგრძელე.. ....
lelos
01 დეკემბერი 2015 15:24
0
სირცხვილია ლელოს რომ არ მიიწვევ.ერთადერთი გაზეთია სპორტული.ლელოელებო თქვენი ბრალია ეს
v
01 დეკემბერი 2015 14:51
0
არაა პირველი შემთხვევა ... როცა ასეთ შეტყობინებაზე ორიოდეწლის წინ პროტესტი გამოვთქვი, თურმე ეს ცივილური და მიღებული ხერხიაო ... :)
datka67
01 დეკემბერი 2015 14:09
0
რისთვის უხდიან ამხელა ხელფასს თათა ბურდულს(სფფ პრესსამსახურის უფროსი)??
რამდენიმე წუთი ვერ გამოუყვია იმისთვის რომ თითზე ჩამოსათვლელი სპორტული საინფორმაციო პორტალები გააფრთხილოს პრესკონფერენციის თაობაზე? ან PR სხვა თანამშრომლები რას მიკეთებენ. ყავის მოდუღებას გაბერილი შტატები არ ჭირდება!
Georgiano
01 დეკემბერი 2015 14:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული