ქეცბაიას "ანორთოსისის" 14 ნომრიანი მაისურა სამუდამოდ დაუთმეს

AutoSharing Option
გუშინ კვიპროსული "ანორთოსისის" 100 წლის იუბილეზე, გუნდის ყოფილ ფეხბურთელს და მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას 14 ნომრიანი მაისურა საზეიმო ვითარებაში სამუდამო მფლობელობაში გადასცეს. ქეცბაიამ კვიპროსელებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება.

"ჩემს კარიერაში ბევრი კარგი მომენტი ყოფილა, მაგრმ ეს რაღაც სხვა იყო. მადლობა ღმერთს ამ წუთებისთვის", - განაცხადა ქეცბაიამ.

ქეცბაიამ ორიოდ სიტყვა საქართველოს ნაკრებზეც თქვა: "გასულ წელი ჩვენთვის ისეთი იყო, რომ კაცი ვერ წარმოიდგენდა. 3 წლის მანძილზე თამაში არ გვქონ
და მოგებული და შარშან არ წაგვიგია. 3 მოვიგეთ და 5 ფრედ დავამთავრეთ. ხორვატიის ნაკრებთან ერთად მთელი წლის მანძილზე წაგება არ გვქონია. საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს და ფედერაციასთან მისი გაგრძელების თაობაზე უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. რაღაც შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მსურს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ნაკრებს გადამწყვეტი , უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის. არც მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება იქნება პრობლემა."


მომზადებულია supermpala.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე თემურ,ნამდვილი ქართველი ხარ,მისაბაძებელი,როგორც კი რომ ისტორიულად ვიყავით ქართველები,ღმერთმა წარმატება მოქცეს ამ დიდ სამეში რომელსაც სრულიად საქართველოსათვის აკეთებ
dato
12:50 01-02-2011
0

სიახლეები პოპულარული