[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელს იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერის, რენე ფერეირას მიწვევაზე ფიქრობს.

ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.

რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 47 /
სამწუხაროდ ვერც ერთმა დინამოელმა და საერთოდ საქართველოს ჩემპიონატიდან აყვანილმა ფეხბურთელმა ვერ გაქაჩა ჯერჯერობით ნაკრებში - მეკარეებს თუ არ ჩავთვლით. და რენე გაქაჩავს ამ დონეზე ?
otari
12 იანვარი 2016 09:59
0
კარებში ჩავდგები
rene fereira
12 იანვარი 2016 00:01
0
ძირითადი პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ იქნებ ამაზეც გეთქვათ რამდენიმე სიტყვა?
სირბილის სწავლების ცენტრი
11 იანვარი 2016 23:57
0
რამდენიმე რამის თქმა მინდა:

1. არ გინდათ ეს ურა-პატრიოტიზმი რა, ნეტა გერმანელებივით პატრიოტები ვიყოთ და მაგათსავით ნახევარი არაქართველი თამაშობდეს ნაკრებში.

2. კაია რომ უფრო მაღალი დონის უცხოელი გინდათ ნაკრებში მაგრამ ფიფას წესებით ეგრე უბრალოდ ვერ ათამაშებ, რამდენიმე წელიწადი შენს ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს ან ფესვები უნდა ქონდეს შენგან რომ უფლება მისცენ თამაშის.

3. რენეს რაც შეეხება, ძალიან კარგი და პერსპექტიული მცველია ასე რომ მივესალმები სრულიად კონკურენციის გაზრდას.
mindia
11 იანვარი 2016 21:53
0
ბევრი გვყავსო იძახით ცეტრალური მცველები, დაასახელეტ ეგ ბევრი ვინ არიან
vasili
11 იანვარი 2016 21:26
0
ძალიან კარგი ბიჭია ეგ რენე, საქარტველოს ჩემპიონატში ზესტაფონიდან კარგად Hანდა
vasili
11 იანვარი 2016 21:21
0
ერთი კიარა,11 ლეგიონერი გვჭირდება!!!!ნუუუუ,მინიმუმ 5-6 მაინც
davidbe
11 იანვარი 2016 21:21
0
erti ki ara,sam ucxoel magali donis fexburtels davamatebdi hvens nakrebs.isetebs vinc camkvani dzala iqneboda nakrebisatvis da fizikuradac bolomde gaqahaven.
QAQUCA
11 იანვარი 2016 21:16
0
ლეგიონერის და ნატურალიზაციის პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენ მცველი არ გვჭირდება ამ ეტაპზე. თუ ნატურალიზაციაზე მიდგა ჯობია ბრაზილიელი შემტევი, შემქმნელი მივიწვიოთ ნაკრებში
georgiano
11 იანვარი 2016 19:33
0
levan kobiashvil:ჯერ ვიღაც ხარ და სხვის სახEლს იყენებ მერე და მეღადავები...........
Zviad
11 იანვარი 2016 19:27
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული