ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.
რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.
იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team
1. არ გინდათ ეს ურა-პატრიოტიზმი რა, ნეტა გერმანელებივით პატრიოტები ვიყოთ და მაგათსავით ნახევარი არაქართველი თამაშობდეს ნაკრებში.
2. კაია რომ უფრო მაღალი დონის უცხოელი გინდათ ნაკრებში მაგრამ ფიფას წესებით ეგრე უბრალოდ ვერ ათამაშებ, რამდენიმე წელიწადი შენს ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს ან ფესვები უნდა ქონდეს შენგან რომ უფლება მისცენ თამაშის.
3. რენეს რაც შეეხება, ძალიან კარგი და პერსპექტიული მცველია ასე რომ მივესალმები სრულიად კონკურენციის გაზრდას.