[დღის თემა] აჩვენე შედეგი? მიიღე პრემია!

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. ამის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მედიას შეხვდა. დღის ინტრიგა იყო კახა ცხადაძის გარშემო შექმნილი ვითარება, აგორებული ჭორები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ექსკლუზიური კომენტარი "ლელოსთან", რომ მაისიდან ხელფასს 25 პროცენტით შეიმცირებს და რომ მის წინააღმდეგ ვიღაცები იბრძვიან...

ფედერაციის პრეზიდენტმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა, თანაც, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის
გარეშე...

ანაზღაურების ახალი სისტემა
- ჩემი ინიციატივით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ანაზღაურების ახალ სისტემაზე ვიმსჯელეთ. მათი ფიქსირებული ხელფასი უნდა იყოს დაბალი, ოღონდ შედეგის ჩვენების შემთხვევაში სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. თუმცა ჰონორარი მინიმალური შედეგის შემთხვევაშიც დაერიცხებათ...

დიდი ხანია, ახალ მოდელზე ვლაპარაკობ. ეს იდეა აღმასკომმაც მოიწონა, რადგან ახალი სისტემა შედეგზეა ორიენტირებული და მიმაჩნია, რომ ის სამართლიანია. ის შეეხება როგორც ასაკობრივ, ასევე ეროვნულ ნაკრებს.

აქვე გეტყვით, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ახალი მწვრთნელებისთვის, ვასილ მაისურაძისა და გიორგი ყიფიანისთვის, ეს პირობები მისაღებია.

სრული ნდობა ცხადაძეს!
- ცხადია, ანაზღაურების ახალი სისტემა კახა ცხადაძესაც პირადად გავაცანით და ახლა მის პასუხს ველით. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრების წარმატებად მესამე ადგილის დაკავება ჩაითვლება - ეს თავად კახასგანაც გვსმენია. თუ ის შეთავაზებაზე უარს იტყვის?

მისი პოზიცია მალე გვეცოდინება და ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მინდა იცოდეთ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ. გვინდა, რომ გვერდით დაგვიდგეს და მუშაობა გააგრძელოს. ახლა თავად ცხადაძის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სისტემას. იმედია, დადებით პასუხს მივიღებთ...

მიუხედავად იმისა, რომ მე-3 ადგილი ჩვენ არაფერს მოგვცემს და ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავალთ, ეს ნაკრებს მაინც წარმატებად ჩაეთვლება. ასეთ შემთხვევაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქსირებულ თანხაზე გაცილებით მეტს აიღებს...

ის, რაც ბოლო პერიოდში ცხადაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით პრესაში დაიწერა, ჩემთვის გაუგებარია. არ მესმის, ეს ყველაფერი მისგან რატომ მოდის. კიდევ ვიმეორებ - გვინდა, რომ ერთად ვიყოთ და აბსოლუტური მხარდაჭერაც აქვს. ავუხსენით სიტუაცია და ფორმატი, თუ როგორ ვაპირებთ სამომავლოდ მუშაობას. დღეს კი, რასაც მისი მხრიდან პრესის საშუალებით ვიგებთ, გულდასაწყვეტია.

ცხადაძესთან თანამშრომლობა მიუღებელი რომ ყოფილიყო, ახალ სისტემაზე პირადად არც დაველაპარაკებოდი...

რამხელა ანაზღაურებას იღებს? ეს საკითხი კონფიდენციალურია. თუმცა, გეტყვით, რომ ეს ციფრი საკმაოდ დიდია. პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მწვრთნელებს დიდ ხელფასს უნიშნავდნენ და შედეგს არ სთხოვდნენ. ჩვენ კი სწორედ შედეგზე ორიენტირებული მუშაობა გვსურს...

Sportall.Ge

ოლიმპი და ბაია
- ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სკოლის საკითხი აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის მესაკუთრეები არ ვართ, იქაურობის დანგრევა მტკივნეული იყო. რამდენჯერმე შევხვდით ქალაქის მერს, საკრებულოს წევრებს, სკოლის წარმომადგენლებს, მწვრთნელებს... პრობლემის მოგვარებაში მაქსიმალურად ჩართულები ვართ...

იქ რამდენიმე საფეხბურთო სკოლის გუნდი ვარჯიშობდა. ამიტომ ბავშვები დროებით ქალაქის სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდებიან. გარკვეული ჯგუფი დიდ დიღომში, "ვისოლის" საფეხბურთო მოედანზე გადავა, სადაც ორი სტანდარტული მოედანია - ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი. იჯარას ჩვენ დავფარავთ.

პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჯიქიას ქუჩაზე სტადიონები შენარჩუნდეს...

გარდა ამისა, ზუგდიდის "ბაიას" საფეხბურთო აკადემიაში საწვრთნელი პროცესი მაისის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამასაც ფედერაცია დააფინანსებს - მართალია, ეს გადაწყვეტილება ჯერ ხელმოწერილი არ არის, მაგრამ "ბაიას" ხელმძღვანელობას შევხვდით და შეთანხმება მიღწეულია...

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეთავაზებას, თითქოს "ბაიას" ბაზას უფასოდ გადმოგვცემს, ჰაერზე ნალაპარაკები არავის სჭირდება. თუ ასე უნდოდა, წლების განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამაში ხელს არავინ უშლიდა...

სპონსორები და ჩემპიონატის ერთიანი ფონდი
- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა და ახლა მასში თანხების მოზიდვაზე ვმუშაობთ. ფონდის ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების დახმარებაა.

ფონდის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ კლუბებს თანხა ერთიანი დაფინანსების სისტემიდან გამოეყოფათ, მუნიციპალიტეტებიდან კი ვერ მიიღებენ. მათ იმდენი დაერიცხებათ, რაც "სუნთქვის" საშუალებას მისცემთ. სხვა საქმეა, რამდენად ღრმად "ისუნთქებენ". ეს უკვე მათზეა დამოკიდებული...

უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა სახელმწიფო კლუბებში მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს ელოდნენ და დამატებითი შემოსავლების მოსაძიებლად არაფერს აკეთებდნენ. შენც ხომ უნდა გააკეთო რაღაც, მარტო ხელფასს ხომ არ უნდა ელოდო?! ეტყობა, კლუბებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ მათზე ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვინც დამატებით სახსრებს მიიზიდავს, ის ფონდიდან ერთ იმდენს კიდევ მიიღებს, რომ შემდგომში სპონსორის მოძიების სტიმული ჰქონდეს...

რაც შეეხება ვალებს, ფედერაციას "ვი-თი-ბი ბანკის" 3 მილიონი ლარი მართებს, მაგრამ ბანკმა ამ თანხის გასტუმრება გადაგვივადა...

სპონსორების თემასაც შევეხები. ფეხბურთის ფედერაცია მათი მოზიდვის მიზნით მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს. არის რამდენიმე პოტენციური პარტნიორი და არა მხოლოდ "ვი-თი-ბი ბანკი".
აუცილებლად დაველაპარაკებით ამჟამინდელ სპონსორს, "სოკარს". ჯერ უცნობია, მათ სფფ-სთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ თუ არა. ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის...

ვაკანსიები
- ფეხბურთის ფედერაციაში შიდა სტრუქტურული ცვლილებები, ფაქტობრივად, დასრულებულია. შიდა სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბდა და მალე ჩვენს ვებგვერდზე აიტვირთება სრული ინფორმაცია, თუ რა სახე მიიღო ფედერაციამ ამ ცვლილებების შემდეგ.

სტრუქტურა დაფუძნებულია თანამედროვე სისტემაზე, რომელიც ძალიან კარგადაა გამართული...

ფედერაციაში გარკვეულ თანამდებობებზე ვაკანსიები გამოცხადდება. მსგავსი რამ ქართულ ფეხბურთში მანამდე არ მომხდარა. მთავარია, ვაკანსიებზე კანდიდატურების შერჩევა გამჭვირვალე იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
დააცადეთ კობიაშვილს მუშაობა არ შეუკიკინეს კაცს.კალაძემ მოიყვანაო რო იძახით და ერთ ადგილს ათამაშებთ ნემსაძე რომ გადააყენა მიშიკომ მაშინ სად იყავით თქვე ვითომ სამართლიანო კაცებო? ან ადრე რაც უნამუსობა და არაკაცობა ხდებოდა მაშინ სად იყავით? მაგრამ ნაცბანდაზე შეყვარებულ ხალხს რა გელაპარაკოთ. რაც შეეხება კობიაშვილს მოვა დრო და მერე შევაფასოთ მისი მუშაობა
Givi
16 იანვარი 2016 17:28
0
მწვრთნელს ხან გაუშვებენ და ხან მოიყვანებენ ეგ კიარა ხალხი ლიგას იგებს და იმათ უშვებენ რაც შეეხება მაისურაძეს თუარუნდა ამ ნაკრების გაწვრთნა და იმედი არააქ ამ გუნდის ეგრევე უნდა უთხრას კობის და მორჩა არამგონია ვინმემ დააძალოს ადამიანს ნაკრების გაწვრთნა.ავსანჯანიშვილი კიდე ფეხბურთში დარჩება ალბათ და კიდე მიეცემა შანსი ასე რო ეს ამბავი გაზვიადებული მგონია და ერთ რამეს ემსახურება როგორმე კობის უკმინონ და დაამცირონ მეტი არაფერი.არ გამოუვა არავის ეგეთი ფანდები რადგან ვატყობ რომ დიდი ფინანსური წესრიგი მყარდება ფეხბურთში და ზოგადად ფედერაციაში რაც ყველა ჭეშმარიტი ფეხბურთის მოყვარულის მოთხოვნა იყო აღარ გვეყოლება გუბერნატორების გუნდები და პირველობა როცა გუბერნატორი შევარდება მოედანზე მიბეგვავს მსაჯს და ამისთვის პასუხს არავინ მოთხოვს და ნაკრები რომელიც ვერ ბრწყინავს და თამაშს თამაშზე აგებს არ ეყოლება ძვირადღირებული მწვრთნელი მექნება ერთი შენიშვნა კობისთან თუარიქნა დროებით მაინც სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი სპეციალიზირებული სკოლები განსაკუთრებით რაიონებში ისე ფეხბურთი ფეხზე ვერ დადგება და ამას მიაქციოს ყურადღება.ან ფონდი რომ შეიქმნება იქრო იყოს გაწერილი მისი არსებობა და დაფინანსება.
quTaiseli
14 იანვარი 2016 18:37
0
ეგ კარგია მარა წარმატება არ იყო 17 წლამდელების , მცრტნელის რატო არაფერს ამბობტ ამ ადამიანზე წარმატებას მიაგწია და გააგდეს საერტოდ
alooo
14 იანვარი 2016 16:41
0
17 წლ. ნაკრების მწრთნელი არ უნდა გაეშვა შედეგს მიაგცია და პრემია კი არა გაუშვეს , მაისურაძე რომ დანიშნეს კაცმა ტქვა არ ვიცნობ ამ ნაკრებს კარგადო ელიტ რაუნდში რომ ვერ გავლენ მერე იტყვიან ახალი დანიშნულიაო ჯერ დაემთავრებინა 17-19 წლამდელებს და მერე დაენიშნა და ცვლილებები მერე გაეკეტებინა ტეხავს მარტლა როცა ადამიანს კარგად მიყავს ასაკობრივი ნაკრები უნდა აცადოთ , წარმატებებიი ყველა ჩვენ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებსს
jumbo
14 იანვარი 2016 16:37
0
როგორც მიხუა და ნაცები აღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ისე არველაძის და დომენტის ფედრაციაც აღარ აღდგება ასე რო დომენტის მომხრეებს და ნაცების მოტრფიალეებს შუძლიათ დაისვენონ.კობიაშვილი სწორი გზით მიდის და იმედია ბოლომდე თავის აზრზე დარჩება და არ დაიწყებს ვიღაცეების ჭკუაზე სიარულს.და კიდე ხალხმა და დომენტის და რეზის ზღვარგადასულმა ქცევამ მოიყვანა ეს ბიჭი ფედრაციაში და არა კალაძემ ან ვინმე სხვამ მოყვანა მიყვანა და მიშას ვაზელინები წარსულში დარჩა და მორჩა ამით.
quTaiseli
14 იანვარი 2016 15:12
0
კობი, სწორი გზით მიდის.
პანტელეიმონი
14 იანვარი 2016 14:43
0
კობი შენ ვინ გყავდა პატრონი არ მახსოვს ეხლა ყველა ფიქრობს საით წაიყვანოს ბავშვი სად ეყოლება პატრონი ალბათ დინამოში და რა თქმაუნდა საბურთალოში ხიჩიგაშვილი ჭუმბურიძე ფიფია აი ესენი ფიგურირებენ ფეხბურთში თქვენი წყალობით
gulshematkivari
14 იანვარი 2016 14:30
0
კობი როგორც მოგიყვანა კალადზემ ისე მიგყავს საქმე იაგორაშვილი რატო დატოვე ფიფიამ გთხოვა?მაგასაც ხო გაუვიდა კონტრაქტი მარტო ავსაჯანას კონტრაქტი არ გაგრძელდა მაგეც ხო არველაძის კაცი იყო მოასტრო გადაკეთება?მაგარია
gio
14 იანვარი 2016 14:25
0
ფეხბურთელის მომზადება და გაყიდვა უნდა გახდეს ძირითადი ფინანსების მოზიდვის მექანიზმი.

ამას წლებია ვთავაზობ ქართულ კლუბებს (გადახდა მხოლოდ ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ), მაგრამ არავის გამომეხმაურა.

საკლუბო ფეხბურთში სპონსორები მაშინ გამოჩნდებიან, როდესაც ფეხბურთი მომგებიანი სფერო გახდება!
გუჯა კახაძე
14 იანვარი 2016 14:06
0
ჩვენი საქმე იცით რატომ არ გამოსწორდება,იმიტომ,რომ პოლიტიკაშიც ,სპორტში და საერთოდ ყველაფერში მათზე უარესები მოვიყვანეთ ვიდრე იყვნენ,აბა შეხედეთ კობიაშვილს,რისი გამკეთებელია ის,ყველაზე დიდი უბედურება ისაა,რომ ძალიან დიდი მასა ხალხის დაჟინებით ამტკიცებს,რომ ყველაფერი კარგადაა,ზალხო აზრზე მოდით და ყურები გამოიფხიკეთ,უკვე დროა,სანამ მთელი მსოფლიოს დასაცინი არ გავხდით,ისე,როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს,ფაჩულიასთან მიმართებაში,ფაჩულიას ღმერთმა გაუმაღჯოს,მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ ცოტა სამართლიანები ვიყოთ.
roma
14 იანვარი 2016 13:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული