ჯაბა კანკავა: დღეს საქართველოს ნაკრები ძალიან შეკრულია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას აზრი ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის საინტერესოა. "ლელო" მას საფრანგეთში დაუკავშირდა და ეროვნული გუნდის თემასთან ერთად, "რეიმსში" არსებულ მდგომარეობაზეც ჰკითხა:

"რეიმსში" ყველანი ძალიან მოტივირებულნი ვართ. მართალია, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ტულუზასთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ და ყოველი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ამბობენ, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში გუნდი გაძლიერდება ახალი ფეხბურთელებით. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ხმებია და ამ დროისთვის გუნდში ახალი არავინ მოსულა", - გვითხრა კანკავამ და იქვე ნაკრებზეც გვითხრა:

"მოუთმენლად ველი ახალი შესარჩევი
ციკლის დაწყებას. საქართველოს ნაკრების მომავალს დიდი იმედით ვუყურებ.

ვფიქრობ, ძალიან შეკრული გუნდი გვყავს, ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია ქართველი გულშემატკივების გახარება. დღესდღეობით ნაკრებში უპრეცედენტოდ დიდი ერთიანობაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კუჭში?
0
ბრავო :))))))))))))))))))))))))))))))))))
momzadebis centrs
15:44 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული