ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. კახა ცხადაძის პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს. მან ეს პირველად "ლელოსთან" ამასწინანდელ საუბარში დააფიქსირა და პოზიცია არ შეუცვლია.
ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში
ჩანს, ამ თემას გაგრძელება ექნება. იმედია, ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგად დასრულდება და ეროვნული ნაკრების ინტერესები არ დაზარალდება.
ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდით. მან ნაკრების თავკაცთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა:
- დიახ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვილაპარაკეთ... ახლა ცხადაძისგან ველოდებით პასუხს... იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მას კონკრეტული წინადადებით მიმართა.
- ცხადაძემ თქვა, რომ მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს...
- ჩვენი პოზიციაც ცნობილია. ჩვენ მას კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ და ახლა პასუხს ველით...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მხოლოდ წაგება არ იყო ის თამაში, ცუდი სუნი უდიოდა...
თუ, შეხვედრების მოგება შეუძლია და მესამეზე გასვლა (ჰომ ბაქიბუქობს), მაშინ დათანხმდეს შეთავაზებას... იყიდე-გაყიდე ტიპია ძოძუაშვილივით.
ეს ხელფასი ბევრად აღემატება ამ დონის ნაკრები მწვრთნელის სახელფასო ჭერს.
გასაგებია ცხადაძის პოზიცია, რომ გარანტირებული ხელფასი ურჩევნია ძნელად მისაღწევ ბონუსს.
მიუხედავად იმისა, რომ მართებულად მიმაჩნია ცხადაძის დარჩენა მწვრთნელად, მაინც ამხელა ანაზღაურების გადახდა უაზროა და ვეთანხმები ფედერაციის პოზიციას. მიიღე ნაკლები ხელფასი, აჩვენე შედეგი და მიიღე დიდი ბონუსი.
თუ დათანხმდება ცხადაძე ხომ კარგი და თუ არადა სხვაგან ეძებოს მეწველი ძროხა!
თენგიზ სულაქველიძე:"სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ...ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს"...