დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს.

ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. კახა ცხადაძის პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს. მან ეს პირველად "ლელოსთან" ამასწინანდელ საუბარში დააფიქსირა და პოზიცია არ შეუცვლია.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში
გაიმართება.

ჩანს, ამ თემას გაგრძელება ექნება. იმედია, ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგად დასრულდება და ეროვნული ნაკრების ინტერესები არ დაზარალდება.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდით. მან ნაკრების თავკაცთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა:

- დიახ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვილაპარაკეთ... ახლა ცხადაძისგან ველოდებით პასუხს... იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მას კონკრეტული წინადადებით მიმართა.

- ცხადაძემ თქვა, რომ მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს...
- ჩვენი პოზიციაც ცნობილია. ჩვენ მას კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ და ახლა პასუხს ველით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
საწყალი ქართული ,,ფეხბურთ"
gio
22 იანვარი 2016 10:50
0
Kალაძეს უნდა ისეტი მწრტნელი საკუტარ კარსი ასცავლოს გოლის გატანა ასეტი არი კარლოსი
kusa
22 იანვარი 2016 10:34
0
ვერ გავიგეთ ეს კაციც არ არის თქვენი გუნდის და წყალი შეუყენეთ? ამ თქვენ ჭიდილში და დაპირისპირებაში კვდება ქართული ფეხბურთი
gulshematkivari
21 იანვარი 2016 20:03
0
ცხადაძემ რომ შედეგი დადოს ამას მარტო მისი შრომა არ ყოფნის, ფედერაციამაც ბევრი რამ უნდა გააკეთოს და მაშინ კობიმაც მაგ სისტემით დაინიშნოს ხელფასი.
aleko
21 იანვარი 2016 17:38
0
კობი გენაცვალე! სწორ სტრატეგიას სახავს ეს კაცი.
nikusha5
21 იანვარი 2016 16:15
0
ქართულ ფეხბურთს და ნაკრებს გინდ გუარდიოლა მოუყვანეთ,გინდ ბონუსებზე ამუშავეთ ვინც გინდათ მაინც არაფერი ეშველება რადგან პრობლემა ავადმყოფურ მენტალიტეტშია,გაუტანლობაში და ძმა-ბიჭების დასაქმებაში,სულ ასე იყო და ასე იქნება.პესიმისტურია მაგრამ ეგრეა რა.თევზი თავიდან ყროლდება...
jorjika
21 იანვარი 2016 16:04
0
arveladzis dro mosanatrebeli gaxdec. dges rac xdeba agvir axsniloba qvia amas meti araferi. kvelaferi unda akontrolos bidzinam??? aucileblad damibehdet.
*
21 იანვარი 2016 15:04
0
სწორი შეთავაზებაა-აჩვენე შედეგი მიიღე ბონუსი, აბა იყვე არხეინად გინდ მოიგო გინდ წააგო ხელფასს კი არ შეეხონ, არ გამოვა ბიძიკოებო.ისედაც ,,ანაღვლეს" შეხედულება აქვს ცხადაძეს და მერე ნახეთ ანღვლება.
დათო
21 იანვარი 2016 14:46
0
ყველას გეყოფათ, არველაძეების დრო მოვიდა, ვაი თქვენს პატრონს.
zura
21 იანვარი 2016 14:35
0
მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა კობის მიმართ, ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში მწარედ ცდება. ამასთან, მგონია, რომ ის არაფრის გადამწყვეტი არ არის. ფედერაციაში სხვა სუბიექტები წყვეტენ საკითხებს. არა მგონია ულტიმატუმებით საუბარი შედეგის მომტანი იყოს. კობი თქვენი შეტავაზება არა მოდელი, არამედ ულტიმატუმია. ატც ის მგონია მართებული, რომ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთვნელებს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს იდენტური შეტავაზებები გაუკეთოთ. თუ კახი წავიდა, ეს იქნება კობის პირველი სერიოზული შეცდომა პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას. აი ნახავთ, აღდგომა და ხვალეო.
gogi
21 იანვარი 2016 14:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული