ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.
მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.
ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.
ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
ახლა მინდა აქ მოღვაწე ჟურნალისტებს ვთხოვო თავიანთი კომენტარი ქეცბაიაზე, როგორც კი წააგებ ეგრევე სვავებივით ყველაფერს რომ "გამოაჭენებენ", დაძაბავენ სიტუაციას, შედგებიან წიხლებით, ყურადღება მიაქციეთ "ცალკე სტატიასაც" კი უთმობენ მის უარყოფით შედეგებს, მაგრამ როცა იგებს მაშინ რომ ჩუმად არიან, ან ძირითად ბადეში რომ აყოლებენ სა"სხვათაშორის"-ოდ...... ცოცხლები ხართ საერთოდ? :)))))))))))
კახას კი წარმატებას ვუსურვებთ. ახლა ნამდვილად არ გვაწყობს მისი წასვლა, არ შეიძლება მისი დაკარგვა
რატომ უნდა წავიდეს ცხადაძე?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ? რომ გამოდიხართ აქ და უპასუხისმგებლო განცხადებებს რომ აკეთებთ. შესარჩევი ციკლი ჩააგდო თუ რა? ცხადაძე იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს თუ მომავალი შესარჩევის შემდეგ მის მიერ ნაჩვენები შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი.
კახა წარმატებები, ოღონდ ბაჩანა ცხადაძე ამ ეტაპზე მართლა არ არის ნაკრების დონე და იქნებ ამ საკითხზე უფრო ღრმად დაფიქრდე.