ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.
მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.
ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.
ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
ვის გახსოვთ ეს გუნდი? იგივე დღეში არ ჩავარდეს ზესტა ... არ დავუშვათ
როგორ მიყვარდა ეს გუნდი :(
თენგიზ სულაქველიძე:"სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ...ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს"...